კეთრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.2) (ბოტის დამატება: ky:Лепра
ხაზი 41: ხაზი 41:
[[ar:جذام (مرض)]]
[[ar:جذام (مرض)]]
[[az:Cüzam]]
[[az:Cüzam]]
[[bn:কুষ্ঠ]]
[[zh-min-nan:Hansen ê pīⁿ]]
[[be:Лепра]]
[[be:Лепра]]
[[be-x-old:Лепра]]
[[be-x-old:Лепра]]
[[bg:Проказа]]
[[bg:Проказа]]
[[bn:কুষ্ঠ]]
[[bo:མཛེ་ནད།]]
[[bo:མཛེ་ནད།]]
[[br:Lorgnez]]
[[bs:Lepra]]
[[bs:Lepra]]
[[br:Lorgnez]]
[[ca:Lepra]]
[[ca:Lepra]]
[[cs:Lepra]]
[[cs:Lepra]]
ხაზი 55: ხაზი 54:
[[de:Lepra]]
[[de:Lepra]]
[[dv:ޖުޒާމު ބަލި]]
[[dv:ޖުޒާމު ބަލި]]
[[el:Νόσος του Χάνσεν]]
[[en:Leprosy]]
[[en:Leprosy]]
[[et:Leepra]]
[[el:Νόσος του Χάνσεν]]
[[es:Lepra]]
[[eo:Lepro]]
[[eo:Lepro]]
[[es:Lepra]]
[[et:Leepra]]
[[eu:Legenar]]
[[eu:Legenar]]
[[fa:جذام]]
[[fa:جذام]]
[[fi:Lepra]]
[[fiu-vro:Pital]]
[[fr:Lèpre]]
[[fr:Lèpre]]
[[ga:Lobhra]]
[[ga:Lobhra]]
[[gl:Lepra]]
[[gl:Lepra]]
[[ko:한센병]]
[[he:צרעת]]
[[hi:कुष्ठ]]
[[hi:कुष्ठ]]
[[hr:Guba]]
[[hr:Guba]]
[[io:Lepro]]
[[hu:Lepra]]
[[id:Penyakit Hansen]]
[[id:Penyakit Hansen]]
[[io:Lepro]]
[[is:Holdsveiki]]
[[is:Holdsveiki]]
[[it:Lebbra]]
[[it:Lebbra]]
[[he:צרעת]]
[[ja:ハンセン病]]
[[kn:ಕುಷ್ಠರೋಗ]]
[[kk:Алапес]]
[[kk:Алапес]]
[[kn:ಕುಷ್ಠರೋಗ]]
[[ko:한센병]]
[[ku:Belweşîn]]
[[ku:Belweşîn]]
[[ky:Лепра]]
[[la:Lepra]]
[[la:Lepra]]
[[lv:Lepra]]
[[ln:Maba]]
[[ln:Maba]]
[[hu:Lepra]]
[[lv:Lepra]]
[[mk:Лепра]]
[[mk:Лепра]]
[[mn:Уяман]]
[[mr:कुष्ठरोग]]
[[mr:कुष्ठरोग]]
[[ms:Penyakit kusta]]
[[ms:Penyakit kusta]]
[[mn:Уяман]]
[[my:အနာကြီးရောဂါ]]
[[my:အနာကြီးရောဂါ]]
[[nl:Lepra]]
[[ne:कुष्ठरोग]]
[[ne:कुष्ठरोग]]
[[ja:ハンセン病]]
[[nl:Lepra]]
[[no:Spedalskhet]]
[[no:Spedalskhet]]
[[ps:جذام]]
[[pl:Trąd]]
[[pl:Trąd]]
[[ps:جذام]]
[[pt:Lepra]]
[[pt:Lepra]]
[[ro:Lepră]]
[[qu:Lliqti unquy]]
[[qu:Lliqti unquy]]
[[ro:Lepră]]
[[ru:Лепра]]
[[ru:Лепра]]
[[sah:Араҥ]]
[[sa:कुष्ठम्]]
[[sa:कुष्ठम्]]
[[sah:Араҥ]]
[[scn:Lebbra]]
[[scn:Lebbra]]
[[si:ලාදුරු]]
[[si:ලාදුරු]]
ხაზი 104: ხაზი 106:
[[sr:Лепра]]
[[sr:Лепра]]
[[su:Lépra]]
[[su:Lépra]]
[[fi:Lepra]]
[[sv:Lepra]]
[[sv:Lepra]]
[[tl:Ketong]]
[[ta:தொழு நோய்]]
[[ta:தொழு நோய்]]
[[te:కుష్టు వ్యాధి]]
[[te:కుష్టు వ్యాధి]]
[[th:เรื้อน]]
[[th:เรื้อน]]
[[tl:Ketong]]
[[tr:Cüzzam]]
[[tr:Cüzzam]]
[[uk:Проказа]]
[[uk:Проказа]]
[[ur:جذام]]
[[ur:جذام]]
[[vi:Phong cùi]]
[[vi:Phong cùi]]
[[fiu-vro:Pital]]
[[zh:麻风病]]
[[zh:麻风病]]
[[zh-min-nan:Hansen ê pīⁿ]]

08:49, 30 ივლისი 2012-ის ვერსია

კეთრით დაავადებული 24 წლის ადამიანი
კეთრის გავრცელება მსოფლიოში, 2003 წ.

კეთრი (Lepra) — ადამიანის ქრონიკული, გენერალიზებული ინფექცია. უმთავრესად აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას. კეთრი კაცობრიობისათვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი ინფექციაა. მასზე ცნობები მოცემულია ჯერ კიდევ 3000 წლის წინანდელ ჩინურ ტრაქტატებში. ქვეყნების უმრავლესობაში კეთრით დაავადება სამოქალაქო სიკვდილს უდრიდა, რაც ნიშნავდა საზოგადოებიდან მოკვეთას. ავადმყოფს ან კლავდნენ ან აძევებდნენ უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში.

კეთრის მიკობაქტერია

კეთრის გამომწვევია გ. ჰანსენის(ნორვეგია) მიერ 1873 წელს აღმოჩენილი გრამ-დადებითი Mycobacterium leprae, იგი სწორი ან ოდნავ მოღუნული ჩხირის ფორმისაა, მომრგვალებული ბოლოებით. 1-7 მკმ სიგრძისა და 0.2-0.5 მკმ სიგანის. ზოგჯერ მასში აღინიშნება წვრილი, მარცვლოვანი გრანულაცია. M. ლეპრაე ახდენს გლიცერინის და გლუკოზის უტილიზაციას. კეთრის მიკობაქტერიების დამახასიათებელი თვისებაა გამძლეობა მჟავასა და სპირტისადმი, რაც განაპირობებს მის ელექტიურ შეღებვას ცილ-ნილსენის მეთოდით. მიკროორგანიზმის რეპლიკაცია ხდება მასპინძელი უჯრედის შიგნით, კერძოდ კანის ჰისტიოციტებში, ენდოთელურ უჯრედებში, აგრეთვე ნერვების ე.წ. შვანის უჯრედებში.

ეპიდემიოლოგია

კეთრით დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მჭიდრო დასახლება, სივიწროვე, არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ორგანიზმის დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის რეზისტენტობას, არამედ ხშირად გამოავლენს კიდევაც კეთრის გამომწვევს, რომელიც აქამდე ლატენტურ მდგომარეობაში იმოფებოდა. დასნებოვნების უშუალო წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს ბაქტერიებს. ყველაზე უფრო მოსალოდნელია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული კანის მეშვეობით.

კლინიკური სურათი

გამოყოფენ რამდენიმე კლინიკურ ტიპს: ლეპრომატოზული – განსაკუთრებულად ავთვისებიანი; გამოირჩევა დაზიანების კერებში დიდი რაოდენობით მიკობაქტერიების არსებობით.ეს ავადმყოფები განსაკურებით კონტაგიოზურები არიან, ვინაიდან გამოყოფენ გამომწვევის უამრავ რაოდენობას. ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსები, თვალები, ლიმფური კვანძები, პერიფერიული ნერვული ღეროები, ასევე ენდოკრინული სისტემა და ზოგიერთი შინაგანი ორგანო. სახის კანზე, წინამხრის გამშლელ ზედაპირზე, წვივებზე, მტევნების ზურგზე, დუნდულოებზე ჩნდება სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ერითემულ – პიგმენტური ლაქები, რომელთაც არა აქვს მკაფიო საზღვრები. ლაქები თანდათანობით ინფილტრირდება, სცილდებიან კანის ზედაპირს, მატულობენ ზომებში. სახის კანის დიფუზური ინფილტრაციის შედეგად წარბზედა რკალები მკვეთრად გამოდის წინ, ცხვირი დეფორმირდება, ლოყები, ტუჩები და ნიკაპი ღებულობს წილაკოვან სახეს – ვითარდება ,,ლომისებრი სახე”; წარბები გაცვენილია, დაწყებული გარეთა მხრიდან. ინფილტრატების ზონაში კანი დაჭიმულია,. ზოგჯერ აქვს ფორთოხლის ქერქის სახე; გვიანდელ სტადიებში ოფლის გამოყოფა დაზიანების უბნებში წყდება, ინფიტრატები ღებულობენ მოლურჯო – მურა ფერს. კანზე ჩნდება ხორკლები და კვანძები – ლეპრომები 2 – 3 მმ – დან 2 სმ – მდე და მეტი და უფრო მკვრივ – ელასტიკური კონსისტენციის და მოწითალო ფერის. ლეპრომები თანდათანობით წყლულდებიან. წყლულოვან ზედაპირებს აქვთ მრგვალი, ინფილტრირებული კიდეები, შესაძლებელია შეერთდნენ, და წარმოქმნან ფართო წყლულოვანი დეფექტები, ძნელად შეხორცებადი არასწორი ნაწიბურით. პრაქტიკულად ყველა ავადმყოფს აღენიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება; ცხვირის ლორწოვანი ხდება ჰიპერემიული, შეშუპებული, დიდი რაოდენობის ეროზიებით (ლეპრომატოზული რინიტი). შემდეგში ვითარდება მისი ატროფია და ჩნდება ცალკეული ლეპრომები და ინფილტრატები, ძნელდება ცხვირით სუნთქვა. ლეპტომების დაშლისას ცხვირი დეფორმირდება. მძიმე მიმდინარეობისას ზიანდება მაგარი და რბილი სასის, ხორხის, ენის ზურგის ლორწოვანი გარსები. პერიფერიული ნერვების დაზიანება ჩვეულებრივ ორმხრივი და სიმეტრულია და ვითარდება შედარებით გვიან. თავდაპირველად დაზიანების ზონებში სუსტდება, შემდეგ კი ქრება ტემპერატურული მგრძნობელობა, მას მოჰყვება ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის მოშლაც. ლეპრომატოზული ნევრიტების თავისებურებაა მათი აღმავალი ხასიათი. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვის, ყურის ნერვი, სახის ნერვის ზედა ტოტი. ნერვული ღეროები გამსხვილებული, მკვრივი, გლუვია. თანდათანობით ვითარდება ტროფიკული და მოძრაობითი დარღვევები (ლაგოფთალმი, საღეჭი და მიმიკური მუსკულატურის პარეზი, ამიოტროფიები, კონტრაქტურები, ტროფიკული წყლულები).

ტუბერკულოიდური ლეპრა

ტუბერკულოიდური ტიპი გამოირჩევა შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით; ზიანდება კანისა და პერიფერიული ნერვები. მიკობაქტერია კერებში ვლინდება ძნელად. კლინიკური გამოვლინებები ხასიათდება კანზე არამრავალრიცხოვანი სიდიდისა და მოხაზულობის სხვადასხვა ერითემატოზული ლაქების გაჩენით, ასევე პაპულოზური ელემენტებისა, რომლებიც წარმოადგენენ დაავადების ძირითად ნიშანს. პაპულები მცირე ზომის, ბრტყელი, მოწითალო – მოლურჯო, პოლიგონალურია, მიდრეკილნი არიან გაერთიანებისაკენ ბალთებად, რომლებსაც აქვთ მკაფიო მოხაზულობა, ლილვაკისებურად ამაღლებული მრგვალი ან პოლიციკლური კიდე. ბალთები მიდრეკილნი არიან პერიფერიული ზრდისადმი. გამონაყრის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კისერი, კიდურების მომხრელები, ზურგი, დუნდულოები. ბალთების ცენტრალური ნაწილი თანდათანობით ატროფირდება, ჰიპერპიგმენტირდება, იწყებს აქერცვლას, ხოლო მათ კიდეებზე რჩება ერითემატოზული არშია 2 – 3 სმ სიგანისა და მეტი – ფუგურული ტუბორკულოიდი. გაწოვილი გამონაყრის ადგილზე რჩება ჰიპოპიგმენტაციის ან კანის ატროფიული უბნები. დაზიანების კერებში დარღვეულია ცხიმისა და ოფლის გამოყოფა. პერიფერიული ნერვული ღეროების, ნერვების კანის ტოტების, ვაზომოტორული დარღვევები ვლინდება ძალიან ადრე (ზოგჯერ კანისმიერ გამოვლინებებამდე). აღინიშნება ტემპერატურული, ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევები. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვისა და მცირე წვივის ნერვები, რაც გამოიხატება მათი გამსხვილებითა და მტკივნეულობით. თანდათანობით ეს იწვევს პარეზებს, დამბლებს, თითების კონტრაქტურას, მცირე კუნთების, კანის, ფრჩხილების ატროფიას, ტერფებისა და მტევნების მუტილაციას; ქვეითდება მყესთა რეფლექსები. კეთრის მოსაზღვრე ტიპები ხასიათდებიან კანზე გეოგრაფიული მოხაზულობის ლაქოვანი გამონაყრით – ჰიპოქრომული, ერითემატოზული, შერეული. თავდაპირველად პერიფერიული ნერვების დაზიანება არ აღინიშნება, შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება სპეციფიკური პოლინევრიტი, რაც იწვევს მგრძნობელობის დარღვევებს კიდურების დისტალურ ნაწილებში, მცირე კუნთების ატროფიას, თითების კონტრაქტურებს, ტროფიკულ წყლულებს. კანზე შესაძლებელია წარმოიქმნას როგორც ლეპრომატოზული, ასევე ტუბერკულოიდური ტიპი, რომელიც შედეგში ტრანსფორმირდება შესაბამის ტიპად. კეთრის ყველა ტიპების მიმდინარეობაში განასხვავებენ პროგრესულ, სტაციონარულ, რეგრესულ და რეზიდუალურ სტადიებს. შესაძლებელია ერთი ტიპის ტრანსფორმაცია მეორედ. თვალის კეთრისმიერი დაზიანებისათვის დამახასიათეელია ქუთუთოების დიფუზური ინფილტრაცია ან ლეპრომა, იშვიათად აღინიშნება ეპისკლერიტი, კერატიტი დამახასიათებელი ნიშნით – ლეპროზული პანუსით; ირიტი, რომელსაც თან ახლავს სისხლძარღვთა პერიკორნეალური ინიექცია, სინათლის შიში, ცრემლდენა, ტკივილი და ფერადი გარსის ზედაპირზე ფიბრინული ექსუდატის ჩალაგება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გუგის კიდეების შეხორცება და მეორადი გლაუკომა.

დიაგნოზი

დიაგნოზის დადგენა ხდება ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების საფუძველაზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სარკოიდოზთან, სიფილისთან, ვიტილიგოსთან, ტუბერკულოზურ მგლურასთან.

მკურნალობა

მკურნალობა კომპლექსურია, მასში შერწყმულია სპეციფიკური საშუალებები ზოგადგამაკაჟებელ და მასტიმულირებელ საშუალებებთან. კეთრის საწინააღმდეგო ეფექტური მკურნალობის, კერძოდ, ვაქცინაციის ჩატარება შეუძლებელი აიმის გამო, რომ აქამდე არ არის აღმოჩენილი ამ დაავადების ექსპერიმენტული მოდელი, ანუ მისდამი მგრძნობიარე რომელიმე ცხოველი.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • „სამედიცინო მიკრობიოლოგია“, გიორგი გოგიჩაძე, გამომცემლობა ,,მერიდიანი", თბილისი 2008წ.

თარგი:Link GA თარგი:Link FA თარგი:Link FA