კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ +კატ. |
მNo edit summary |
||
ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
}} |
}} |
||
'''კონსტანტინე III''', ''კოსტანტი III'', |
'''კონსტანტინე III''', ''კოსტანტი III'', „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით [[893]]-[[922]], [[ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ I-ის]] ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და [[საქართველო]]ს გაერთიანებისათვის. [[904]] დაეუფლა [[ქართლი|ქართლს]]. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს [[სომხეთი|სომეხთა]] მეფემ [[სმბატ I]]-მა და ქართველთა მეფემ [[ადარნასე II]]-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის [[ანისი]]ს ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. [[აბუ ლ-კასიმი]]ს მიერ სმბატ I-ის მოკვლისა ([[914]]) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და [[კახეთი]]ს ქორეპისკოპოსმა (მთავარი) [[კვირიკე I]]-მა [[ჰერეთი]] დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო. |
||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
* ''გუჩუა ვ''., ქსე, ტ. 5, გვ. 643, თბ., 1980 |
* ''გუჩუა ვ''., ქსე, ტ. 5, გვ. 643, თბ., 1980 |
07:43, 4 დეკემბერი 2011-ის ვერსია
კონსტანტინე III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 893 |
მმართ. დასასრული: | 922 |
წინამორბედი: | ბაგრატ I |
მემკვიდრე: | გიორგი II |
გარდ. თარიღი: | 922 |
კონსტანტინე III, კოსტანტი III, „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.
ლიტერატურა
- გუჩუა ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 643, თბ., 1980
წინამორბედი: ბაგრატ I |
აფხაზეთის მეფე 893 - 922 |
შემდეგი: გიორგი II |