წაბლი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:
„საქართველოს წითელ წიგნში.“
„საქართველოს წითელ წიგნში.“


==რესურსები ინტერნეტში==


==ლიტერატურა==
*{{ქსე|11|285|ქვაჩაკიძე რ.}}

==სქოლიო==

{{სქოლიო}}

[[კატეგორია:წიფლისებრნი]]


[[ar:كستناء]]
[[ar:كستناء]]

15:11, 18 სექტემბერი 2011-ის ვერსია

წაბლი

წაბლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ლათინური სახელი
Castánea

წაბლი (ლათ. Castánea) — ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. სახელწოდება ვრცელდება ასევე წაბლის ნაყოფზე, რომელსაც ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს. უმთავრესად გამოიყოფა წაბლის ოთხი ძირითადი სახეობა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული წაბლი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტლებში. სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია (ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, კახეთის კავკასიონი). ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია ზ. დ. 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში, სადაც ზამთრის ტემპერატურა 0.3°C, ზაფხულის 18-22°C ფარგლებში მერყეობს და ნალექების რაოდენობა 700 მმ აღემატება.

კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. იყენებენ ავეჯისა და სახარატო წარმოებაში, მშენებლობაში. ქერქი და გულგული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, იყენებენ სამღებრო საქმეში. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში.“

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო