სტრუმა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სტრუმა''' - ''სტრიმონი'' - მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში. სიგ...
(განსხვავება არ არის)

05:25, 14 ივლისი 2011-ის ვერსია

სტრუმა - სტრიმონი - მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში. სიგრძე 415 კმ, აუზის ფართობი დაახlოებით 17 ათ. კმ. მდინარის 290 კმ მონაკვეთი ბულგარეთის ტერიტორიაზეა. სათავე აქვს ვიტოშის მასივის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ერთვის ეგეოსის ზღვის სტრიმონის ყურეს. წყალუხვია თებერვალ-ივნისში, წყალმცირეა აგვისტო-სექტემბერში. წყლის საშუალო ხარჯი ბულგარეთის საზღვართან ახლოს 80 მ/წმ. მაქსიმალური დაახლოებით 500 მ/წმ. იყენებენ სარწყავად. სტრუმას ხეობაშია ქალაქები : კიუსტენდილი, ბლაგოევგრადი (ბულგარეთი), სერე (საბერძნეთი). მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. ბულგარეთის ფარგლებში მდინარე სტრუმაზე იმყოფება სტუდენის წყალსაცავი.

ძველი ბერძნული ქალაქი ამფიპოლისი წარმოქმნილი იყო სტრუმის შესართავის ადგილას. ძვ. წ. 480 როდესაც ქსერქს I-მა საბერძნეთში შეჭრა განახორციელა გადალახა მდინარე სტრიმონი (სტრუმა). ქსერქს I-მა მდინარის ღმერთს მსხვერპლად შეწირა ცხრა ვაჟიშვილი და ცხრა ქალიშვილი. ალექსანდრე I მაკედონელმა ძვ. წ. 479 გაანადგურა ქსერქსის არმია ენეა ოდოისთან ახლოს.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში სახელწოდება სტრიმონი იყო ჰიდრონიმი, რომელიც ეფუძნებოდა მითიური თრაკიის მეფეს, რომელიც მდინარეში დაიხრჩო.