მალაქიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: fa:مالاکیت
r2.6.1) (ბოტის დამატება: kk:Малахит
ხაზი 41: ხაზი 41:
[[it:Malachite]]
[[it:Malachite]]
[[ja:孔雀石]]
[[ja:孔雀石]]
[[kk:Малахит]]
[[ko:공작석]]
[[ko:공작석]]
[[la:Malachites]]
[[la:Malachites]]

11:44, 24 ივნისი 2011-ის ვერსია

მალაქიტი

მალაქიტი (ფრანგ. malachite < ბერძნ. malachē - ბალბა (სახელი ეწოდა ფოთლის ფერთან მსგავსების გამო) - კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა CuCO3·Cu(ОН)2. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათია, ჩვეულებრივ გვხვდება ფარულ ან წვრილკრისტალურ რიტმულზოლიანი თირკმლისებრი ნაჟონი აგრეგატები.

მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა ფერისაა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,0; სიმკვრივე 3900-4100 კგ/მ³. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში.

მალაქიტის მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში, ყაზახეთში, აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩილეში და სხვ.

მალაქიტი ძვირფასი სანახელავო ქვაა; იყენებენ სამკაულად (ძველად - ინტერიერების მოსაპირკეთებლად)

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 385, თბ., 1983.