ნიშაბური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
ნიშაპურ გადატანილია ნიშაპური-ზე გადამისამართებულ გვერდში
(განსხვავება არ არის)

23:55, 12 მაისი 2011-ის ვერსია

ნიშაპური (სპარს. نیشاپور) — ქალაქი ჩრდილოეთ ირანში, ხორასან-რეზავის პროვინციაში. მდებარეობს ნაყოფიერ ვაკეზე, ბინამუდის მთების მთისწინეთში, რეგიონულ დედაქალაქ მაშადის სიახლოვეს. 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 270 972 ადამიანს. ქალაქის სახელწოდება სანსკრიტიდან მომდინარეობს (Nisha-Pur - ღამის ქალაქი), რადგან ერთ დროს ამ ტერიტორიას ინდოელი მმართველები მართავდნენ.

რეგიონის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზეა დამყარებული. მთავარი კულტურებია მარცვლეული და ბამბა.

ნიშაპური მრავალი პოეტისა და ცნობილი ადამიანის სამშობლოა. მათ შორისაა პოეტი და მათემატიკოსი ომარ ხაიამი, რომელიც აქ 1048 წელს დაიბადა და დასაფლავებულია ქალაქიდან რამდენიმე მილში.