იუტლანდიის ნახევარკუნძული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39: ხაზი 39:


ნახევარკუნძული მოქცეულია აღმოსავლეთიდან [[ბალტიის ზღვა|ბალტიის]], ხოლო დასავლეთიდან [[ჩრდილოეთის ზღვა|ჩრდილოეთის]] ზღვების სანაპირო ზოლში. სანაპირო ზოლის სიახლოვეს მრავალი მცირე ზომის კუნძული მდებარეობს.
ნახევარკუნძული მოქცეულია აღმოსავლეთიდან [[ბალტიის ზღვა|ბალტიის]], ხოლო დასავლეთიდან [[ჩრდილოეთის ზღვა|ჩრდილოეთის]] ზღვების სანაპირო ზოლში. სანაპირო ზოლის სიახლოვეს მრავალი მცირე ზომის კუნძული მდებარეობს.

== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Jutland}}
* [http://www.visitwestdenmark.com Official Tourist Information site for West Denmark]
* [http://www.sh-tourismus.de/en/ Official Tourist Information site for Schleswig-Holstein]


[[კატეგორია:ევროპის ნახევარკუნძულები]]
[[კატეგორია:ევროპის ნახევარკუნძულები]]

06:26, 12 დეკემბერი 2010-ის ვერსია

{{{სახელი}}}
კოორდინატები: 55°37′46″ ჩ. გ. 9°12′03″ ა. გ. / 55.62944° ჩ. გ. 9.20083° ა. გ. / 55.62944; 9.20083
ქვეყანა დანიის დროშა დანია, გერმანიის დროშა გერმანია
ფართობი 29,775 კმ²
აკვატორია ჩრდილოეთის ზღვა, სკაგერაკის სრუტე, კატეგატის სრუტე, ბალტიის ზღვა
მოსახლეობა 2,513,601

იუტლანდიის ნახევარკუნძული (დან. Den Jyske Halvø) ისტორიულად კიმბრიის ნახევარკუნძული (დან. Den Kimbriske Halvø) მდებარეობს ევროპაში, დანიის და გერმანიის ტერიტორიაზე. სახელი მიიღო იუტიდან და კიმბრიიდან

აქ მდებარეობს ისტორიული რეგიონი იუტლანდია, რომელზეც მოქცეულია დანიის კონტინენტური ნაწილი. ნახევარკუნძულის სამხრეთი საზღვარი გადის გერმანიაში, მდინარე აიდერზე , დასავლეთით მდებარეობს დანიის კუნძული ფიუნი, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში ჩრდილოეთ იუტლანდიის კუნძული და სხვა მცირე კუნძულები.

აქ ტერიტორიას შედეარებით ბრტყელი ზედაპირი აქვს და მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა, ნახევარკუნძულის დასავლეთი ვაკეები ძირითადად დაჭაობებულია.

რეგიონები

  ჩრდილოეთ იუტლანდიის კუნძული; ნაწილი იუტლანდიის რეგიონის, ეს ტერიტორია გამოეყო ნახევარკუნძულს 1825 წელს წყალდიდობის შედეგად.
  ჩრდილოეთი შლეზვიგი (იგივე სამხრეთი იუტლანდია (2006 წლიდან), ნორდსლევინგი; დანიელების ტერიტრორია 1920 წლიდან; ეს ტერიტორია გერმანელების იყო 1864 დან 1920 წლამდე; სამხრეთი იუტლანდია არის ყველაზე ვიწრო მხარე)
  სამხრეთი შლეზვიგი (გერმანიის ტერიტორია 1864 წლიდან; ძველად განიხილებოდა სამხრეთ იუტლანდიის ნაწილად)
  ჰოლშტეინის ისტორიული ტერიტორია, ზოგჯერ განიხილება იუტლანდიის ნახევარკუნძულის ნაწილად - სამხრეთით მდებარეობს ელბა და ელბა-ლიუბეკის არხი

ჩრდილოეთი შლეზვიგი და სამხრეთი შლეზვიგი შედიოდა ისტორიული რეგიონის შლეზვიგის საჰერცოგოს შემადგენლობაში.

ჩრდილოეთი შლეზვიგი 2006 წლიდან არის სამხრეთი იუტლანდია.

გეოგრაფია

ნახევარკუნძულის დანიური ნაწილის ფართობი შეადგენს 29,775 კმ² (11,496 კვადრატული მილი) და მოსახლეობა 2,513,601 (2007). მოსახლეობის სიმჭიდროვე 84 ადამიანი კმ²-ზე.

ყველაზე ჩრდილოური ნაწილი არის კუნძული ჩრდილოეთ იუტლანდია, რომელიც გამოყოფილია ლიმ-ფორდით, ეს ტერიტორია მაინც მიეკუთვნება იუტლანდიის ნახევარკუნძულს. 1825 წელს აქ მოხდა ძლიერი წყალდიდობა რის შედეგადაც მოხდა ამ ორი ტერიტორიის ერთმანეთიგან გამოყოფა.

ნახევარკუნძული მოქცეულია აღმოსავლეთიდან ბალტიის, ხოლო დასავლეთიდან ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო ზოლში. სანაპირო ზოლის სიახლოვეს მრავალი მცირე ზომის კუნძული მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში