კატეგატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კატეგატის სრუტე)
კატეგატი და სკაგერაკი

კატეგატი (დან. Kattegat; შვედ. Kattegatt) — სრუტე იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირებს შორის. სკაგერაკის სრუტის გავლით, ჩრდილოეთის ზღვას აკავშირებს ბალტიის ზღვასთან, თუმცა მანამდე საჭიროა ერესუნის, მცირე ბელტისა და დიდი ბელტის სრუტეების გავლაც. სიგრძე 200 მეტრია, სიგანე 60 კმ. სიღრმე 10-30 მეტრია, ჩრდილოეთ ნაწილში კი 50 მ.

სრუტეში ჩაედინებიან მდინარეები: გეტა-ელვი, ლაგანი, ნისანი, ეტრანი და ვისკანი შვედეთიდან და გუდენო დანიიდან.

უდიდესი კუნძულებია: სამსე, ურუსტი, ლესე და ანჰოლტი. უკანასკნელ ორს ხშირად დანიის „უდაბურ მინდორსაც“ უწოდებენ, მშრალი ზაფხულის გამო.

სახელი კატეგატი ჰოლანდიურიდან მომდინარეობს, Kat — კატა და Gat — ხვრელი. ეს სახელწოდება სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს, როდესაც ერთ კაპიტანს მრავალი მეჩეჩის გამო გამოწვეული მისი სივიწროვე „კატის ხვრელისთვის“ შეუდარებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]