მერილ სტრიპი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ta:மெரில் ஸ்ட்ரீப்
ბოტის დამატება: lv:Merila Strīpa
ხაზი 59: ხაზი 59:
[[la:Maria Ludovica Streep]]
[[la:Maria Ludovica Streep]]
[[lt:Meryl Streep]]
[[lt:Meryl Streep]]
[[lv:Merila Strīpa]]
[[mr:मेरिल स्ट्रीप]]
[[mr:मेरिल स्ट्रीप]]
[[nl:Meryl Streep]]
[[nl:Meryl Streep]]

15:12, 17 აგვისტო 2010-ის ვერსია

მერილ სტრიპი

მერი ლუის სტრიპი (Mary Louise Streep), უკეთ ცნობილი როგორც მერილ სტრიპი (Meryl Streep) (დ. 22 ივნისი, 1949) — ამერიკელი კინო, თეატრისა და ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს "ოსკარის" ლაურეატი.

მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში "სევილიელი პლეიბოი", პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში "The Deadliest Season" ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმში "ჯულია" ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან.

კრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა ფილმებით "ირმებზე მონადირე" რობერტ დენიროსთან და "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" დასტინ ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს ორი ოსკარი, ექვსი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი ბაფტა-ს ჯილდო აქვს მიღებული. იყო ასევე წარდგენილი გრემის ჯილდოზე. კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული ოსკარზე 14 ნომინაციით (როგორც ქალთა ისე მამაკაცთა შორის). სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოდხსენებული კინო-ჯილდო (ოსკარი, ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის პრემია და ბაფტა).

ბიოგრაფია

ცხოვრების ადრეული წლები

მერი სტრიპისა (რეკლამების მსახიობი) და ჰარი ვილიამ სტრიპის (ფარმაცეპტი) ქალიშვილი მერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში, ნიუ ჯერსის შტატში (აშშ). სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული "ფესვები" ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა (Bernards High School). ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის.

ადრეული კარიერა

სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო "ჯულია", სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო "ირმებზე მონადირე" (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. მომდევნო წელს მან აიღო ოსკარი ფილმისათვის "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" (საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი, 1979). 1982 წელს მან კვლავ აიღო ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო - ოსკარი საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, ფილმისათვის "სოფის არჩევანი", სადაც ის ერთდროულად ანსახიერებდა პიტერ მაკნიკოლსა და კევინ კლაინს. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო ნომინაციისათვის: საუკეთესო მსახიობი მოკლემეტრაჟიან სერიალში, (მინისერიალისთვის: "განადგურება"). ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში "მანჰეტენი". მერილ სტრიპი დანიშნული იყო "ირმებზე მონადირის" ვარსკვლავზე, ჯონ კაზალეზე (ფრედო - ნათლიმამა), სანამ ეს უკანასკნელი არ გარდაიცვალა ძვლის კიბოთი 1978 წლის 12 მარტს. ამავე, 1978 წლის სექტემბერში მერილი დაქორწინდა მოქანდაკე დონ გამერზე. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ჰენრი იგივე ჰენკი (დაბადებული 1979 წელს), მერი ვილა იგივე მამი (დაბადებული 1983 წელს), გრეის ჯეინი (დაბადებული 1986 წელს) და ლუიზა ჯაკობსონი (დაბადებული 1991 წელს). მამი გამერმა პროფესიად მსახიობობა აირჩია და მისი დებიუტი 2005 წელს შედგა სპექტაკლში "მისტერ მარმელადი", სადაც ლუსის როლი ითამაშა, ბროდვეიზე, ლაურა პელსის თეატრში.