აფონსუ I (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: la:Alphonsus I (rex Lusitaniae)
ბოტის დამატება: an:Alifonso I de Portugal
ხაზი 19: ხაზი 19:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1184]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1184]]


[[an:Alifonso I de Portugal]]
[[bg:Афонсу I]]
[[bg:Афонсу I]]
[[ca:Alfons I de Portugal]]
[[ca:Alfons I de Portugal]]

20:31, 15 მაისი 2010-ის ვერსია

აფონსო I

აფონსო I (პორ. Afonso I) (1094 - 6 დეკემბერი 1185) პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1139 - 1185 წლებში. იქორწინა მატილდა, სავოის გრაფის ამადეუსის ასული.

ბიოგრაფია

გამეფებამდე

აფონსო იყო პორტუგალიის მარკგრაფის ენრიკესა და კასტილიის მეფის ალფონსო VIს ასულის, ტერეზიას ვაჟი. მამა დაიღუპა 1112 წელს და სანამ აფონსო პატარა იყო, ქვეყანას დედამისი მმართავდა. როდესაც აფონსო გაიზარდა, იგი აღუდგა თავის დედას და მის საყვარელს (შესაძლოა ქმარს) გალისიის გრაფს ფერნანდო პერესა ტრასტამარას და განდევნა ისინი 1128 წელს. გამეფების შემდეგ აფონსომ დაიწყო კასტილიისგან პორტუგალიის გასანთავისუფლებლად ბრძოლა. 1136 წელს კასტილიის მეფემ უარი თქვა პორტუგალიაზე თავის უფლებებზე. კასტილიასთან დაზავების შემდეგ, აფონსომ არაბების წინააღმდეგ გაილაშქრა. ურიკასთან ბრძოლაში, 1139 წელს, მან დაამარცხა არაბთა ლაშქარი, რომელიც 5 საემიროს გაერთიანებული ძალებისგან შედგებოდა. ბრძოლის შემდეგ, ბრძოლის ველზევე, აფონსო მეფედ გამოაცხადეს. აფონსოს ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ ამბავი მთელს ქრისტიანულ სამყაროს მოედო. ლამეგოში შეკრებილმა კორტესებმა დაამტკიცეს აფონსოს მეფის ტიტული. 1143 წელს კი ბრაგის არქიეპისკოპოსმა იგი მეფედ აკურთხა.

მეფობა და რეკონკისტა

დაახლოვებით ამ პერიოდში პორტუგალიის ნაპირებს მოადგნენ მთელი ევროპიდან შეკრებული ჯვარისნები, რომლებიც აქედან პალესტინაში უნდა წასულიყვნენ. აფონსომ ელჩები გაუგზავნა მათ იმაში დასარწმნებლად, რომ ისინი თავის ფიცს იმ შემთხვევაშიც შეასრულებდნენ, თუ კი მას დაეხმარებოდნენ არაბებისგან ქალაქ ლისაბონის დახსნაში. ქრისტიანებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. მუსულმანები თავს იცავდნენ და ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ. ალყა 4 თვე გაგრძელდა. ლისაბონში შიმშილი დაიწყო და ქალაქის მცველები იძულებულნი გახდნენ მოლპარაკებები დაეწყოთ. აფონსომ მათ საშუალება მისცა ქალაქი დაეტოვებინათ, მაგრამ იარაღი და ქონება არ უნდა წაეღოთ. ჯვაროსნებმა მიიღეს ნადავლით თავისი წილი და გასცურეს სირიისკენ, აფონსო კი 1147 წელს შევიდა ქალაქში.

აქამდე დედაქალაქი კოიმბრა იყო, ახლა ალფონსომ იგი ლისაბონში გადმოიტანა, ვინაიდან ეს ზღვისპირა ქალაქი იყო მსვენიერ ადგილას. ამის შემდეგ მეფემ აიღო ალკასერ დო სოლი, ბეჟუ და ბოლოს 1166 წელს ევოროა, ალემტეჟოს ოლქის მთავარი ქალაქი. შემდეგ აიღო მურა, სერპა, ელვასი და სახელმწიფოს საზღვრები გვადიანამდე გაზარდა. 1171 წელს აფონსო წარმატებით შეებრძოლა არაბებს სანტარემესთან და 1184 წელს იქვე დაამარცხა ალმაგადი იუსუფი.

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X