სოციალ-დემოკრატი
იერსახე
„სოციალ-დემოკრატი“ — ქართული არალეგალური ჟურნალი. კავკასიის სოციალ-დემოკრატთა მუშათა ორგანიზაციების ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1905 წელს. გამოიცა 6 ნომერი. აშუქებდა კავკასიის მუშათა მოძრაობის აქტუალურ საკითხებს. „სოციალ-დემოკრატის“ შემდეგ გამოიცა ლეგალური გაზეთი „სხივი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 485.