სისხლის პლაზმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სისხლის პლაზმა — სისხლის თხიერი ნაწილი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაში იმყოფება სისხლის ფორმიანი ელემენტები. მის შედგენილობაში შედის ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ელექტროლიტები, ჰორმონები, ვიტამინები, გახსნილი აირები და ნივთიერებათა და ნივთიერებათა ცვლის შუალედი პროდუქტები.

სისხლის პლაზმის ცილები, რომელთა რაოდენობა 7-8%-ს შეადგენს, მონაწილეობენ წყლის ცვლაში, ჰორმონების, ვიტამინების, ცხიმების ტრანსპორტში, სისხლის შედედების პროცესში. ელექტროლიტები იცავენ ოსმოსური წნევის მუდმივობას, სისხლის აქტიურ რეაქციას, გავლენას ახდენენ კოლოიდების მდგომარეობასა და ნივთიერებათა ცვლაზე. სისხლის პლაზმა შეიცავს მთელ რიგ ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის შედედების პროცესში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისხლის პლაზმა — MedGeo.Net