სინქრონული ელექტროძრავა
სინქრონული ელექტროძრავა — სინქრონული ელექტრული მანქანა, რომელიც მუშაობს ძრავას რეჟიმით. სინქრონული ელექტროძრავის სტატორს აქვს მრავალფაზიანი (უმეტესად სამფაზიანი ღუზის გრაგნილი). როტორზე მდებარეობს აგზნების გრაგნილი, რომელსაც იმდენივე პოლუსი აქვს, რამდენიც სტატორის გრაგნილს. სტატორის გრაგნილს უერთებენ ცვლადიდ ენის ქსელს, როტორის გრაგნილს კი (სინქრონული ელექტროძრავას უმრავლეს კონსტრუქციაში) — მუდმივი დენის წყაროს. სინქრონული ელექტროძრავის აღსაგზნებად იყენებენ მუდმივი დენის გენერატორებს ან ტირისტორულ გამმრთველებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის მუშაობის უფრო მაღალ (ელექტრომანქანურ ამგზნებებთან შედარებით) საიმედოობას. მცირე სიმძლავრის (2 კვტ-მდე) სინქრონული ელექტროძრავას ზოგჯერ აღაგზნებენ მუდმივი მაგნიტით ან სტატორის რეაქტიული დენით. სინქრონული ელექტროძრავის ამუშავება შეიძლება სამნაირად: დამხამრე ძრავას მეშვეობით, სიხშირულად და ასინქრონულად (ყველაზე გავრცელებული).
ასინქრონული ელექტროძრავასაგან განსხვავებით, სინქრონული ელექტროძრავას შეუძლია მოცემული დატვირთვის დროს იმუშაოს სხვადასხვა სიმძლავრის კოეფიციენტით (). აღგზნების დენის გაზრდისას სიმძლავრის კოეფიციენტი იზრდება და ამ დენის გარკვეული მნიშვნელობის დროს უტოლდება 1-ს. აგზნების დენის სიდიდის შესაბამისად რეაქტიული სიმძლავრე შეიძლება გადაეცეს ქსელს (გადამეტაგზნება) ან მოხმარებულ იქნეს ქსელიდან (უკმარაგზნება). სინქრონული ელექტროძრავას იყენებენ ისეთ ელექტროამძრავებში , რომლებიც არ საჭიროებენ ბრუნვის სიხშირის რეგულირებას, მაშინ როცა ძრავას ლილვზე არაა მნიშვნელოვანი გადამეტვირთვა (მაგალითად, ტუმბოს, კომპრესორის, ვენტილატორისა და მისთა ასამუშავებლად).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 376.