შინაარსზე გადასვლა

სიმღერების ავტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმღერების ავტორიმუსიკოსი, რომელიც წერს ტექსტს ან მუსიკას (ან ორივეს ერთად) სიმღერებისათვის. მას, ვინც მხოლოდ ტექსტებს წერს, შესაძლოა ეწოდოს ტექსტების ავტორი, ხოლო ვინც მხოლოდ მუსიკას წერს - კომპოზიტორი. სიმღერების ავტორები ხშირ შემთხვევაში თავად ასრულებენ საკუთარ დაწერილ სიმღერებს. როკსა და მეტალის ჟანრში დაწერილი სიმღერები ძირითადად ჯგუფებს ეკუთვნით, სადაც ეს ფუნქციები ან თანაბრადაა გადანაწილებულია ჯგუფის წევრებს შორის, ან ძირითადად ერთ-ერთი წევრია სიმღერების ავტორი; პოპის ჟანრში შექმნილი მუსიკას კი უმეტესად ისინი არ წერენ, ვინც ასრულებენ: მუსიკას კომპოზიტორები წერენ, ტექსტებს - ტექსტების ავტორები, ხოლო შემსრულებელი მომღერალი მღერის მას.

სიმღერის ავტორები ზოგჯერ ქმნიან საკუთარ მუსიკალურ გამომცემლობებს, ხოლო სხვები ქირაობენ მათ.

ზოგიერთ უნივერსიტეტში, ინსტიტუტებსა და როკის სკოლაში ისწავლება ძველმოდური მიდგომები სიმღერების წერასთან დაკავშირებით. თანამედროვე მუსიკალური ტექნიკისა და ბიზნესის ცოდნაა საჭირო, რათა წარმატებული მუსიკალური კარიერა გაიკეთოს სიმღერების ავტორმა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ამ ცოდნის გარეშეც მიაღწია წარმატებას.

სიმღერების წერიდან და გამოცემიდან მიღებული შემოსავლები შესაძლოა სიმღერების ავტორის ერთადერთი საარსებო წყაროც კი იყოს. თუ სიმღერა გახდება ჰიტი, მისი არალეგალურად კოპირება და/ან გაყიდვა ამერიკის (და სხვა მრავალი ქვეყნის) საავტორო უფლებების კანონმდებლობით ისჯება. ეს უფლებები შესაძლოა იყოს ყიდვის, გაყიდვის და გადაცემის ობიექტი, რის შემდეგაც საავტორო უფლებები ერთი სუბიექტიდან გადადის მეორეზე.

  • უოლტერ რიმლერი. Not Fade Away Pierian Press (1984) ISBN 0-87650-159-5
  • უოტერმენი, დუგლასი. Song: The World's Best Songwriters on Creating the Music That Moves Us Writer's Digest (2007) ISBN 1-58297-424-1