სიმლური
სიმლური (ინგლ. Simlish) — გამოგონილი ენა, რომელიც კომპანია „მაქსისის“ სიმების სერიის თამაშებში გვხვდება. სიმლური ენა პირველად გამოჩნდა თამაში SimCopter, ხოლო განსაკუთრებით ყურში მოსახვედრი ისეთი თამაშებში იყო, როგორებიცა The Sims, The Sims 2 და The Sims 3. ენის მოსმენა აგრეთვე SimCity 4-შიცაა შესაძლებელი, თუმცა საკმაოდ იშვიათად. ეს ენა აგრეთვე გვხვდება კომპანია „ფრაქსისის“ თამაშში Sid Meier's SimGolf. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თამაშის დიზაინერს — უილ რაითს თამაშში დიალოგი დასჭირდა, მაგრამ უნიკალურობის გამო, ნამდვილი ენის გამოყენება არ მოინდომა; თანაც, მსოფლიო ენებზე მთარგმნელების დაქირავებაც ძვირი დაჯდებოდა.
სიმების მწარმოებლების გუნდა შექმნა უნიკალური სიმლური ენა, რომელიც ფრაქტირებულ უკრაინულთან და ტაგალურთან (ფილიპინების ერთ-ერთი მთავარი ენა) ექსპერიმენტირების შედეგია. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ნავაჰოს კოდით შთაგონებულმა უილ რაითმა - სიმების გამომგონებელმა, თავის გუნდს ნავაჰოსთან ექსპერიმენტირებაც შესთავაზა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამდენიმე სიმღერა სიმლურ ენაზე დაარქივებული 2012-06-05 საიტზე Wayback Machine. . The Sims 2-ის ოფიციალური საიტი (ინგლისური).
- სიმლური ენის ოფიციალური გაკვეთილები დაარქივებული 2004-07-22 საიტზე Wayback Machine. . The Sims-ის ოფიციალური საიტი (ინგლისური) .
|