სილაბუსი
სილაბუსი — სასწავლო კურსის პროგრამა.
სილაბუსში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.
უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის აკადემიური საქმიანობის ხარისხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისთვის ტ.2, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2008