სიკვდილით დასჯა ბელარუსში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიკვდილით დასჯა ევროპაში 2019 წლის მონაცემებით
  გაუქმებულია ყველა შემთხვევაში
  კვლავ არსებობს სიკვდილით დასჯა
  არსებობს სიკვდილით დასჯის სამართლებრივი ფორმა, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში არავინ დასჯილა

სიკვდილით დასჯა ბელარუსში — იურიდიული სასჯელი ბელარუსში. 2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიკვდილით მინიმუმ ოთხი ადამიანი დასაჯეს.[1]

სიკვდილით დასჯა ქვეყნის იურიდიული სისტემის ნაწილია 1991 წლის 26 დეკემბრიდან, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მოქმედი ეროვნული კონსტიტუცია აწესებს ამ სასჯელს „მძიმე დანაშაულებისათვის“. მოგვიანებით კანონში განისაზღვრა კონკრეტული დანაშაულები, რომლის გამოც შესაძლებელია პიროვნების სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯა შეიძლება დაწესდეს დანაშაულისთვის, რომელიც ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ ან ინდივიდების მიმართ. რამდენიმე არაძალადობრივი დანაშაული ასევე შეიძლება ისჯებოდეს სიკვდილით. 2021 წლის მონაცემებით, ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანებს სიკვდილით ისევ სჯიან.[2]

ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, ბელარუსის მთავრობამ ნაბიჯები გადადგა, რომ შეცვლილიყო სიკვდილით დასჯის მისჯისა და განხორციელების წესი. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ სასჯელის აღსრულების წესი ბელარუსში მწვავედ გააკრიტიკა.სიკვდილით დასჯის არსებობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბელარუსი ევროპის საბჭოს წევრი არაა.[3]

აღსრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელორუსის კონსტიტუციის 24-ე მუხლში ნათქვამია: „სიკვდილით დასჯა შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონის შესაბამისად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაწესებული განსაკუთრებული სასჯელის სახით და მხოლოდ სასამართლოს განაჩენის შესაბამისად“.[4]

ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიკვდილით დასჯა შეიძლება დაინიშნოს შემდეგი ქმედებებისთვის:

  • აგრესიული ომის წამომწყება ანდა მასშო მონაწილეობის მიღება (მუხლი 122, ნაწილი 2)
  • უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობა საერთაშორისო გართულებების ან ომის პროვოცირების მიზნით (მუხლი 124, ნაწილი 2)
  • საერთაშორისო ტერორიზმი (მუხლი 126)
  • გენოციდი (მუხლი 127)
  • კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული (მუხლი 128)
  • მასობრივი გამანადგურებელი იარაღის გამოყენება ბელორუსის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების ქვეშ (მუხლი 134)
  • ომის სამართალის დარღვევა (მუხლი 135, ნაწილი 3)
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა (139-ე მუხლის მე -2 ნაწილი)
  • ტერორიზმი (289-ე მუხლის მე -3 ნაწილი)
  • მკვლელის დახმარება (მუხლი 356, ნაწილი 2)
  • შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად (მუხლი 357, ნაწილი 3)
  • ტერორისტული აქტები (მუხლი 359)
  • საპუტაჟი (360-ე მუხლის მე -2 ნაწილი)
  • პოლიციელის მკვლელობა (მუხლი 362)[5]

სიკვდილით დასჯის განაჩენის უმეტესობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის იყო.[6] ამ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები უნდა მოიცავდეს „კოლეგიურ განხილვას“, რომელიც შედგება ერთი მოსამართლისა და ორი სახალხო შემფასებლისგან. სახალხო შემფასებლები აირჩევიან მთლიანი მოსახლეობისგან, ნაფიც მსაჯულთა სისტემის მსგავსად.[7]

წლების განმავლობაში შემცირდა სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა და ამ განაჩენის გამოტანის მიზეზთა რიცხვი. 1993 წელს პარლამენტის კენჭისყრით ოთხი ეკონომიკური დანაშაული, რომელთა გამოც საბჭოთა კავშირში პირებს სიკვდილით სჯიდნენ ბელარუსში შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით ვადით.[8] მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში სიკვდილით დასჯის მისჯის კატეგორიების საერთო რაოდენობა შემცირდა, პრეზიდენტის 21-ე ბრძანებულების თანახმად, რომელიც გამოიცა 1997 წლის 21 ოქტომბერს, კაპიტალური დანაშაულების ჩამონათვალს „ტერორიზმი“ შეემატა.[9] 1999 წელს სისხლის სამართლის კოდექსის განახლებისას, კაპიტალური დანაშაულების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. სიკვდილით დასჯა ზოგიერთი დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

1994 წლის 1 მარტიდან ქალები აღარ ისჯებიან სიკვდილით, 2001 წლის იანვრიდან კი აღარ სჯიან 18 წლამდე და 65 წელს გადაცილებულ პირებს.[10] კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტს „შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული მოქალაქეები“..[4] 2003 წლის 30 ვინისიდან 2005 წლის 30 ივნისის ჩათვლით, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ორი სიკვდილმისჯილი შეიწყალა, ერთის მოთხოვნა კი არ დააკმაყოფილა.

2000 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ბელარუსში მიმდინარე პროცესები და განაცხადა: „სამწუხაროა, რომ ბელარუსი ამჟამად ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა აღსრულდება და, უფრო მეტიც, რეგულარულად და ფართოდ ხორციელდება“.[11]

ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც 21-ე საუკუნეში ადამიანი სიკვდილით დაისაჯა. ევროსაბჭოს წევრებმა 2001 წელს ქვეყნის წარმომადგენლებს შესთავაზეს, რომ სიკვდილით დასჯა გაეუქმებინათ და ევროსაბჭოში გაწევრიანებულიყვნენ.[3] ბელარუსმა (როგორც ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) ხელი მოაწერა საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1973 წელს.[12] მიუხედავად ამისა, ეს კონვენცია სიკვდილით დასჯას არ აუქმებს და გარკვეულ პირობებს აწესებს მისი გამოყენებისას.

სიკვდილმისჯილთა რიცხვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს (MVD) მიხედვით 1985 წლიდან სიკვდილით დასჯილთა რიცხვი წლების მიხედვით:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Death penalty in 2018: Facts and figures. ციტირების თარიღი: 13 April 2019
  2. Amnesty International- Document- Commonwealth of Independent states: Belarus- the last executioner
  3. 3.0 3.1 Belpan. (2001-04-05) Seminar on death penalty abolition held in Brest. BrestOnline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-09. ციტირების თარიღი: 2007-11-03
  4. 4.0 4.1 Constitution of the Republic of Belarus დაარქივებული 2010-11-04 საიტზე Wayback Machine. . Accessed on 5 September 2005.
  5. The Death Penalty in the OSCE Area. Background paper 2013. OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (2013). ციტირების თარიღი: 2015-12-09
  6. 6.0 6.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.газете «Труд-7». (2002-11-06) ru. BrestOnline. ციტირების თარიღი: 2007-11-03[მკვდარი ბმული]
  7. DECISION OF THE CONSTITUTIONAL COURT OF THE REPUBLIC OF BELARUS OF 17.04.2001 No. D-114/2001. Constitutional Court of the Republic of Belarus (2001-04-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-06. ციტირების თარიღი: 2008-03-11
  8. "Belarus and Uzbekistan: the last executioners დაარქივებული 2005-05-25 საიტზე Wayback Machine. ." Amnesty International. Accessed on 5 September 2005.
  9. Amnesty International. (1997-11-10) Belarus: Findings of Human Rights Committee confirm worsening human rights situation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-01. ციტირების თარიღი: 2007-11-03
  10. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru (2006-04-02). ციტირების თარიღი: 2007-11-03
  11. Legisltationline.org Death Penalty – Belarus დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. . Published November 2004. Retrieved May 29, 2007.
  12. United Nations Office of the High Commissioner for Human Rights. Signatory nations of the ICCPR დაარქივებული 2007-09-26 საიტზე Wayback Machine. . Retrieved May 29, 2007.
  13. Execution of Belarus death row prisoner confirmed Amnesty International on July 26, 2011, accessed on August 31, 2011.
  14. Spring 96. (2014)Death verdics in Belarus since 1990. ციტირების თარიღი: 2014-05-12
  15. [1] Amnesty International on 30th November, 2016.
  16. Belarus Carries Out First Execution This Year; EU Urges Moratorium.
  17. Правозащитный центр "Весна".
  18. EU, Council Of Europe Condemn New Executions In Belarus.
  19. Archived copy. ციტირების თარიღი: 2018-12-03