ნაფიცი მსაჯული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნაფიცი მსაჯულიხალხის წარმომადგენელი, რომელიც კანონით დადგენილი წესით უშუალოდ მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელებაში.

ნაფიცი მსაჯულები არ არიან იურისტები და მათ კომპეტენციაში არ შედის განსახილველი საქმის სამართლებრივი კუთხით შეფასება. მათ მხოლოდ, ბრალდების და დაცვის წამოყენებული არგუმენტების მოსმენის საფუძველზე, უნდა დაასკვნან, არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე.

იმ ქვეყნებში, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მოქმედებს, გარკვეულ საქმეებზე სწორედ ნაფიც მსაჯულთა კრებულს (როგორც წესი, მათი რიცხვი არის თორმეტი) გამოაქვს ვერდიქტი ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში, განაჩენს ადგენენ და სასჯელს ნიშნავენ პროფესიონალი მოსამართლეები დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოღებულია 2010 წლიდან და რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიერ[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]