შინაარსზე გადასვლა

ბელარუსის პრეზიდენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელარუსის პრეზიდენტი
ბელარ. Прэзідэнт Рэспублікі Беларусь

ბელარუსის პრეზიდენტის შტანდარტი
მიმართვის სტილი მისი უდიდებულესობა
რეზიდენცია თავისუფლების სასახლე
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი
დაარსდა 10 ივლისი, 1994
პირველი თანამდებობაზე ალექსანდრე ლუკაშენკო
საიტი http://president.gov.by/en/

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი (ბელარ. Прэзідэнт Рэспублікі Беларусь) — არის სახელმწიფოს მეთაური, ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციის გარანტი, ასევე ბელარუსის მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების გარანტი. ის წარმოადგენს ბელარუსს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.

ბელარუსის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მოქალაქე (დაბადებით ბელარუსში), მინიმუმ 35 წლის, ასევე ხმის მიცემის უფლების მქონე, რომელიც ცხოვრობს მინიმუმ ათი წელი არჩევნებამდე ბელარუსში.

ბელარუსის პრეზიდენტი აირჩევა 5 წლით.

1990-1991 წლებში, ბელარუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი განიხილავდა იდეას, სადაც უნდა შემოეღოთ ბელარუსში პრეზიდენტის პოსტი.[1]

პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში ჩატარდა 23 ივნისს (პირველი ტური) და 10 ივლისს 1994 წელს (მეორე ტური), ამავე დროს შევიდა პირველი ცვლილება კონსტიტუციაში, სადაც ნებადართულ იქნა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ 35 წლის კანდიდატებს (ადრე 40). არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 6 კანდიდატი. პირველ ტურში სამივე ლიდერმა გაიმარჯვა ალექსანდრე ლუკაშენკო — 44,82%, ვიაჩესლავ კებიჩი — 17,32%, ზენონ პოზნიაკი — 12.82%. მეორე ტურში ხმების 80%-ით მოიგო ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1. ალექსანდრე ლუკაშენკო 20 ივლისი 1994 დღემდე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Историк: введение поста президента в Беларуси обсуждалось ещё в 1990—1991 годах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-24. ციტირების თარიღი: 2016-03-06.