სივილ ჯორჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სივილ ჯორჯია
საინფორმაციო ვებ-გვერდი Civil.ge
ქვეყანა საქართველო
ვებ–გვერდი: civil.ge
დაფუძნდა 2001
რედაქტორ(ებ)ი ოთარ კობახიძე

„სივილ ჯორჯია“ — საინფორმაციო ვებ-გვერდი საქართველოში, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა, როგორც საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი. გვერდის მთავარი რედაქტორია ოთარ კობახიძე. „Civil.ge“ 2001 წლიდან დღემდე საქართველოს ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.

დამფინანსებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს გაეროს ასოციაცია – სივილ ჯორჯიას მშობელი ორგანიზაციაა და კვლავაც ფარავს საოპერაციო ხარჯების დიდ ნაწილს. დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) ამერიკის შეერთებულ შტატების კერძო, არამომგებიანი ფონდია, რომელიც მსოფლიოს გარშემო დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდასა და განვითარებას ემსახურება. ყოველწლიურად, NED 1,600-ზე მეტ გრანტს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის 90-ზე მეტ ქვეყანაში. ეს ფონდი სივილ ჯორჯიას გამოცემას 2018 წლის ოქტომბრიდან უჭერს მხარს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) გერმანიის უძველესი პოლიტიკური ფონდია, რომელიც 1925 წელს მისი დაარსებიდან სოციალ-დემოკრატიულ ტრადიციას ემსახურება. ფონდი ფრიდრიხ ებერტის, გერმანიის დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტის სახელს ატარებს და მასვე უმადლის თავის ჩამოყალიბებას. თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა – ესაა ფონდის საკვანძო ღირებულებები. ებერტის ფონდი სივილ.გე-ზე მხარს უჭერს საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილ ქვე-პროექტს.

წარსული დონორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესაძლებლობების მშენებლობისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM), ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მიერ. მათი დაფინასება სივილ ჯორჯიას საშუალებას აძლევს გააფართოვოს კონფლიქტური რეგიონებიდან ახალი ამბების მიმოხილვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]