შინაარსზე გადასვლა

სიგილარიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგილარიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ლიკოპოდიუმები
ოჯახი:  სიგილარიასნაირნი
გვარი:  სიგილარიასებრნი
ლათინური სახელი
Sigillariaceae, Sigillariales

სიგილარიასებრნი, სიგილარიასნაირნი (ლათ. Sigillariaceae, Sigillariales) — ნამარხ მცენარეთა ოჯახი და რიგი, ლიკოპოდიუმისნაირი ხისებრი მცენარეები. ცხოვრობდნენ კარბონულსა და პერმულ პერიოდებში.

ჰქონდათ დაუტოტავი ან წვერში დიქოტომიურად დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე 10-12 აღწევდა, სუსტად განვითარებული მერქანი და სქელი ქერქი, რომელზეც ჩამოცვენილი ფოთლების ნაჭდევები რჩებოდა. სტრობილები განლაგებული იყო ღეროს ზედა ნაწილში.