შინაარსზე გადასვლა

სვეტლანა კიტიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვეტლანა კიტიჩი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Светлана Китић
სრული სახელი სვეტლანა კიტიჩი
ეროვნება იუგოსლავიელი
დაბ. თარიღი 7 ივნისი, 1960 (1960-06-07) (64 წლის)
დაბ. ადგილი ტუზლა[1]
სპორტი
ქვეყანა იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ჯილდოები IHF World Player of the Year

სვეტლანა კიტიჩი (ბოსნ. Svetlana Kitić; ხორ. Светлана Китић; დ. 7 ივნისი, 1960) — იუგოსლავიელი და ბოსნიელი ყოფილი ხელბურთელი.

სვეტლანა დაიბადა ტუზლაში. ხელბურთის თამაში დაიწყო 16 წლიდან ტუზლის ქალთა სახელბურთო კლუბ ედინსტვოში. მონაწილეობდა 1980 და 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებში, იუგოსლავიის ქალთა ხელბურთის ნაკრებში, რომელმაც 1980 წელს ვერცხლის, ხოლო 1984 წელს ოქროს მედალი მოიპოვა. 1990 წელს ნაკრებმა გაიმარჯვა ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატში ქალთა შორის.

ბოსნიის ომის შემდეგ კიტიჩი დაბრუნდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სადაც სარაევოს ქალთა ხელბურთის კლუბ ჟელეზნიჩარში იყო მოთამაშე-მწვრთნელი. მოგვიანებით დაუბრუნდა თავის მშობლიურ ტუზლის ედინსტვოს, სადაც თავის უფროს ქალიშვილ მარასთან ერთად თამაშობდა. 2002 წელს გამოდიოდა ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელით, მაგრამ ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. ამის შემდეგ კიტიჩი ქვეყნის ქალთა სახელბურთო ნაკრების აღმასრულებელი დირექტორი იყო 2006-დან 2008 წლამდე.[2][3] სანაკრებო კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 202 მატჩი და გატანილი აქვს 911 გოლი.

ამჟამად ბელგრადის რადნიჩკის მენეჯერია. ცხოვრობს ბელგრადში და სერბეთის პარლამენტის წევრია სოციალისტური პარტიიდან.[4]

დაქორწინებული იყო ფეხბურთელ ბლაჟ სლიშკოვიჩზე, ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ წყვილი დაშორდა. შემდეგ დაქორწინდა დრაგან დაშიჩზე, რომლიდანაც მიიღო გვარი, ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ჰყავს სამი შვილი.

  1. Olympedia — 2006.
  2. Svetlana Kitić: Najbolja rukometašica svih vremena Bosnian. Svijet Rukometa/Oslobodjenje. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-23. ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  3. U Tuzli promovisana knjiga o najboljoj rukometašici Bosnian. ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  4. Svetlana Kitić za "Ginisa"