შინაარსზე გადასვლა

სერგეი მაკოვეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი მაკოვეცკი

სერგეი მაკოვეცკი
დაბადების თარიღი 13 ივნისი 1958
კიევი, უკრაინა
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ელენა მაკოვეცკაია

სერგეი მაკოვეცკი (რუს. Маковецкий, Сергей Васильевич; დ. 13 ივნისი 1958) — რუსი კინოსა და თეატრის მსახიობი. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1998). სკოლის დამთავრების შემდეგ, 1975 წელს ჩაბარებას ცდილობდა კიევის თეატრალურ ინსტიტუტში, 1 წლის შემდეგ გახდა ბორის შუკინის სახელობის მოსკოვის თეატრალური სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. ამავე წლიდან არის ევგენი ვახტანგოვის სახელობის თეატრის მსახიობი. მისი კინოკარიერა ათვლას 1982 წლიდან იღებს. ჰყავს მეუღლე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]