სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლარუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში.[1] თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა. სერგეი და მისი შვილი კრიტიკულ მდგომარეობაში სოლსბერის სამხარეო ჰოსპიტალში იმყოფებიან. ბრიტანელი სამართალდამცავების მიერ გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. 14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. წინასწარი ინფორმაციით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ გამოყენებით.

სკამი რომელზეც მამა-შვილი სკრიპალები უგონოდ იპოვეს ესპერტ-კრიმინალისტების ლურჯი კარვით არის გადახურული

1990 წელს სერგეი სკრიპალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ოფიცრად მუშაობდა, 1995 წლიდან კი, ორმაგ აგენტად მუშაობდა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურისთვის მანამ, სანამ 2004 წლის დეკემბერში იგი მოსკოვში არ დააკავეს. ორი წლის შემდეგ სკრიპალი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში და პატიმრობა მიუსაჯეს. 2010 წელს ჯაშუშთა გაცვლის პროგრამით სკრიპალი ციხიდან გათავისუფლდა და დიდ ბრიტანეთში დასახლდა. 13 მარტს რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ იულია სკრიპალი რუსეთის მოქალაქეა. თავად სერგეი სკრიპალის მოქალაქეობაზე რუსეთის ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ.

ბრიტანული პოლიციის ცნობით, სერგეი სკრიპალი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა.

14 მარტს გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია წევრი ქვეყნების გამოძიების პროცეში გასარკვევად. სხდომაზე გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ რუსეთის ხელისუფლება სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა, რაზეც რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ეს ყველაფერი ცრუ დროშით კონსპირაციულ ოპერაციაა. მოსკოვის ქმედებები დაგმეს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ამერიკის ლიდერებმა. გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ისინი რუსეთის დაზვერვის ყოფილ ორმაგ ჯაშუშზე ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას პუტინის რეჟიმს აკისრებენ და რუსეთს გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტის, ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ქიმიური იარაღით დაბინძურებული მანქანების გადასაადგილებლად და ქალაქში ამ ნივთიერების სხვა კვალის საძებნად რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქ სოლსბერიში მობილიზებული იყო 180-მდე სამხედრო მოსამსახურე. გამოძიების ყურადღება გამახვილებულია სერგეის მანქანაზე და სახლზე, სკამზე სადაც ისინი უგონოთ იპოვეს, რესტორანზე სადაც მათ ისადილეს და პაბზე სადაც სვამდნენ.

მოწამვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 4 მარტს სოლსბერის მაცხოვრებელი 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, რომელიც ერთი დღით ადრე რუსეთიდან ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ჩამოფრინდა, Maltings-ის სავაჭრო ცენტრთან ახლოს, სკვერის სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებმა მამა-შვილი სოლსბერის სამხარეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მათ ნერვულ-პარალიტიკური აგენტით მოწამვლის დიაგნოზი დაუდგინდათ. პოლიციამ შემთხვევა მსხვილ ინციდენტად შეაფასა, ვინაიდან ღონისძიებებში მრავალი სახელმწიფო ორგანო მონაწილეობდა. მოგვიანებით, ექიმებმა გადაუდებელი დახმარების და ადგილობრივად მაცხვრებელი 21 ადამიანი შეამოწმეს მოწამვლის სიმპტომებზე; საავადმყოფოში მოთავსდა სამი პოლიციელი - ორი მსუბუქი მდგომარეობით, ხოლო მესამე, გამომძიებელი ნიკ ბეილი, რომელიც სკრიპალის სახლის შესამოწმებლად გაიგზავნა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2018 წლის 15 მარტის მდგომარეობით სკრიპალის და მისი ქალიშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო პოლიციელი ბეილი მძიმე მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია.

გამოძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწამვლის ფაქტიდან ორი დღის შემდეგ, 6 მარტს, ტერორიზმთან ბრძოლის ნაციონალური ქსელის ფარგლებში გადაწყდა, რომ უილტშირის პოლიციიდან გამოძიების საქმე ლონდონის პოლიციის სამსახურის კონტრტერორისტულ დანაყოფს გადაეცემოდა. საგანგებო შემთხვევების სამთავრობო კომიტეტის (COBRA) შეხვედრიდან გამოსული ტერორიზმთან ბრძოლის დანაყოფის კომისრის თანაშემწე მარკ როულიმ თვითმხილველებს მოუწოდა გაეხსენებინათ რამე ისეთი ფაქტი რაც წაადგებოდა გამოძიებას: „დაფიქრდით, რამე უჩვეულო ხომ არ შეგინიშნავთ? შეიძლება იმ წუთას თქვენთვის არაფერი უადგილო ან არასასურველი არ მომხდარა, მაგრამ მას შემდეგ რაც იცით მომხდარის შესახებ, შეიძლება რამე მნიშვნელოვანი გაიხსენოთ... „ცუდი ამინდი იყო იმ დღეს, ამიტომ ქუჩაში და ახლომახლო ბევრი ადამიანი არ იმყოფებოდა. ამიტომ, თითოუეული ჩვენება უაღრესად მნიშვნელოვანია“ — განაცხადა მარკ როულიმ. თავდასმისას გამოყენებული ნერვული აგენტის ექსპერტიზამ აჩვენა რომ გამოყენებული იყო „ძალიან იშვიათი“ შხამი, რომელზეც ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირში 1980-იანებში შემუშავებული „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური აგენტი.

9 მარტს ქიმიური თავდაცვის და გაუვნებელყოფის 180 ექსპერტი და 18 მანქანა იქნა მობილიზებული შემთხვევის ადგილას. მათ დაევალათ დედაქალაქის პოლიციის სამსახურის დახმარება დაბინძურებული მანქანების და ნივთების შემთხვევის ადგილიდან გატანაში, ასევე უნდა მოეხდინათ ნერვული აგენტის სხვა შესაძლო კვალის ძებნა. მობილიზებული ექსპერტები ძირითადად შეიარაღებული ძალების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის ცენტრის, ასევე გამნანაღმელთა ჯგუფის, სამეფო საზღვაო ქვეითთა და სამეფო საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. გამოყენებულ ტექნიკას შორის იყო სამეფო სატანკო პოლკის კუთვნილი ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაზვერვის TPz Fuchs-ტიპის ჯავშანმანქანები. 11 მარტს მთავრობამ The Mill-ის პაბის და რესტორან Zizzi-ის მომხმარებლებს ურჩია ბოლო დღეებში ნაქონი ნივთები გარეცხონ ან გადაყარონ, თუმცა აღნიშნეს რომ ფართო საზოგადოებისთვის საფრთხე დაბალია.

14 მარტის მდგომარეობით გამოძიების ყურადღება სკრიპალის სახლის, მანქანის, სკამის სადაც იპოვეს, რესტორნის სადაც ისადილეს და იმ პაბისკენ იყო მიმართული, სადაც სერგეი და იულია მოწამვლის დღეს იმყოფებოდნენ.

გამოძიების პროცეში პოლიციამ ალყა შემოარტყა სოლბერის სასაფლაოს, სადაც სერგეი სკრიპალის მეუღლე და ვაჟი არიან დაკრძალული. ერთ-ერთი ვარაუდით საწამლავი სკრიპალს ყვავილების თაუგულთან ერთად მიუტანეს. მოწამვლამდე რამდენიმე საათით ადრე იულია და სერგეი სკრიპალებმა აღნიშნულ სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.

გამოხმაურებები და რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაძევებული რუსი დიპლომატები

ოფიციალური პირების შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრემლის კონტროლ ქვეშ არსებული რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რამდენიმე დღე გარს უვლიდნენ სკრიპალის მოწამვლის ფაქტს და თავს იკავებდნენ გაშუაქებისგან. 2018 წლის 7 მარტს ამ ფაქტს რუსეთის „პერვი კანალის“ გადაცემა „ვრემიას“ ერთ-ერთი სიუჟეტი მიეძღვნა. გადაცემის წამყვანის კომენტარი, რომელიც იმავე დროს „პერვი კანალის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო გადაცემების ხელმღვანელია, ირიბი მუქარით იყო გაჟღენთილი ყველას მიმართ ვინც კი ბრიტანულ დაზვერვასთან ითანამშრომლებს. კირილ კლეიმიონოვი საუბრობდა „მოღალატის პროფესიის“ ხიფათიანობაზე და გაიხსენა დიდ ბრიტანეთში მომხდარი იდუმალებით მოცული გარდაცვალებები: ალექსანდრე პერეპელიჩნი, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე ლიტვინენკო და რედიაციის ექსპერტი მეთიუ პანჩერი, რომელიც რუსეთის სტუმრობიდან 5 თვეში გარდაიცვალა.

სახელმწიფო ტელეარხ „როსია 1“-ზე ყოველკვირეულ გადაცემა „ვესტი ნედელიში“ 2018 წლის 11 მარტს ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „დასაღუპავი ადგილი“ (რუს. Гиблое место), რომელშიც გადაცემის წამყვანი დიმიტრი კისელიოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის მოწამვლა მხოლოდ სამეფოს ინეტერესებში იყო „რათა საკუთარი რუსოფობია გამოკვებონ“. კისელიოვის აზრით ეს მიმართული იყო 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებისთვის, რომლის გამართვა რუსეთში იგეგემება.

სრიპალის მოწამვლის კონტექსტში გაზეთ „კომერსანტში“ გაიხსენეს 1995 წელს მოსკოვში მოკლული ბიზნესმენი ივან კიველიდი, რომლის ლიკვიდაციისთვის სავარაუდოდ პირველად იქნა გამოყენებული „ნოვიჩოკის“ კლასის ნერვული აგენტი. რუსულ პრესაში მიანიშნებდნენ ტერორისტ ხატაბზეც, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა 2002 წლის მარტში ჩეჩნეთში მოკლეს; შხამით დამუშავებული წერილი ხატაბს დაღესტნელი აგენტის მეშვეობით მიუტანეს. გავრცელებული ინფორმაციით ხატაბთან ერთად მისი რამდენიმე თანამებრძოლიც გარდაიცვალა.

ჟურნალისტმა ევგენია ლაბაცმა, რომელიც ჟურნალ The New Times-ის რედაქტორიცაა, აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეზე მომუშავე ჯაშუშების და ორმაგი აგენტების მკვლელობების პრაქტიკა საბჭოთა კავშირის მტელი ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა. სსრკ-ის დაქცევის შემდეგ მკვლელობები შეწყდა, თუმცა ხელახლა განახლდა მას შემდეგ, რაც 2000-იან წლებში რუსეთში საკვანძო თანამდებობებზე სუკ-ის და ფსბ-ს მუშაკები დაინიშნნენ. ამ პოზიციის გასამყარებლად, ევგენია ალბაცმა 2006 წელს ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმე და საქმის განმხილველი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნა მოიყვანა, რომელშიც წერია, რომ მკვლელობა სავარაუდოდ განხორციელდა ფსბ-ის მაშინდელი დირექტორის ნიკოლაი პატრუშევის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რომელიც სუკ-ის პოლკოვნიკია. ალბაცის თქმით, სკრიპალის მოწამვლის მიზანი იყო ჩვენებინათ, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეცსამსახურებს „ნებისმიერ პირამდე მიღწევა შეუძლიათ“.

კრიპალზე თავდასხმის შეფასებისას ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა ლეონიდ მლეჩინმა გაიხსენა არალეგალური დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ იური დროზდოვის სიტყვები ოლეგ გორდიევსკის შესახებ: „მისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში რჩება და ვერავითარი კონიუნქტურული შეღავათები მას ვერ გააუქმებენ“. მისი თქმით, სსრკ-ში არსებობდა საიდუმლო ლაბორატორია სადაც მზადდებოდა საწამლავები ოპერატიული მიზნებისთვის და გამოცდას ცოხალ ადამიანებზე გადიოდა. ამოცანა მდგომარეობდა არამარტო მოკვდინებაში, არამედ სიკვდილის მიზეზის დაფარვაშიც.

დასავლური პრესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაზვერვის ექსპერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anushka Asthana, Andrew Roth, Luke Harding, Ewen MacAskill (13 მარტი, 2018) Russian spy poisoning: Theresa May issues ultimatum to Moscow. the Guardian. წაკითხულია: 15 მარტი, 2018.