სეკრეცია
იერსახე
სეკრეცია (ლათ. secretio – გამოყოფა) — მომრგვალო ფორმის მინერალური აგრეგატი, რომელიც წარმოიქმნება კრისტალური ან კოლოიდური ნივთიერებით ქანებში არსებული სიღრუეების ამოვსებით. სეკრეციისთვის დამახასიათებელია მინერალური ნივთიერების კონცენტრულ-შრეებრივი დალექვა სიღრუის კედლიდან ცენტრისაკენ. ცალკეული შრეები ერთმანეთისაგან განსხვავდება ფერითა და შედგენილობით. სეკრეციის ცენტრში ხშირად დრუზაა განლაგებული. მსხვილ სეკრეციას ჟეოდა ეწოდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 274.