სახალხო სასწავლებლები
იერსახე
სახალხო სასწავლებლები (სახალხო სკოლები; რუს. Народные училища) — სახალხო მასებისთვის ხელმისაწვდომი დაწყებითი სასწავლებლების საერთო სახელწოდება 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდელ რუსეთში. 1786–1804 წლებში ოფიციალური სახელწოდება იყო მცირე და მთავარი სახალხო სასწავლებლებისა. 1864 წლიდან სახალხო სასწავლებლებს (ოფიციალური სახელწოდება — დაწყებითი სახალხო სასწავლებლები) განეკუთვნებოდა ყველა უწყების, კერძო პირისა და ორგანიზაციის (მ.შ. ერობის) დაწყებითი, აგრეთვე საკვირაო სკოლები.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Народные училища // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 73.