საური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საურიირანის შაჰის სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი XVI–XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში. ქართულ წყაროებში მოიხსენიება როგორც საურის, ისე „სათათრო საურის“, „საყაენო საურის“ ან „საყანოს“ სახელით. საური საკომლო გადასახადი იყო: მამულიანი გლეხი იხდიდა 70 კაპიკს, უმამულო (ბოგანო) — 10 კაპიკს. ქალაქის მოსახლეობა საურისაგან განთავისუფლებული იყო. იკრიფებოდა დროდადრო, ყოველწლიურად არ იხდიდნენ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოს მიერ დამოუკიდებლობის ფაქტობრივად მოპოვების შემდეგ საური გაუქმდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 148.