სასახლის სანაპირო
სასახლის სანაპირო | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი |
რაიონი | ცენტრალური |
კულტურული მემკვიდრეობა | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სასახლის სანაპირო (რუს. Дворцовая набережная) — მდინარე ნევის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სანაპირო სანქტ-პეტერბურგში. სანაპიროზე მდებარეობს ერმიტაჟი და რუსული მუზეუმი.
სახელწოდების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნის დასაწყისში ერქვა ფოსტის სანაპირო. 1738 წლიდან ზემო სანაპიროს ქუჩა. 1740-1790-იან წლებში მილიონერთა სანაპირო. 1778 წლიდან კი ოფიციალურად ეწოდა სასახლის სანაპირო. 1923 წელს უწოდეს 9 იანვრის სანაპირო. 1944 წელს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.
მშენებლობის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნის დასაწყისში მდინარე ნევის ჭაობიანი სანაპირო არ იყო გამაგრებული, მშენებლობა მიმდინარეობდა ნაკვეთების სიღრმეში, ამგვარად სანაპირო დაახლოებით გადიოდა მილიონერთა ქუჩისა და ახლანდელი ნევის სანაპიროს ცენტრში და მას ზემო სანაპირო (Верхней набережной) ერქვა მაგრამ, 1716 წელს მიწის ნაკვეთების გაფართოების გამო მან წაინაცვლა ჩრდილოეთით.
1707 წლის აპრილში გაიცა განკარგულება რომლის მიხედვითაც მკაცრად რეგულირდებოდა მიწის ნაკვეთბის გამოყოფა მშენებლობებისათვის, მომთხოვნების სამსახურეობრივი პოზიციის და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით. ამავე განკარგულების მიხედვით დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთების ზომა. ყველა მათგანი ვიწრო მხარით გადიოდა ნევას სანაპიროზე და განკუთვნებოდა მხოლოდ ადმირალის დეპარტამენტთან დაკავშირებულ პირებს.
1761 წელს ეკატერინე II გადაწყვიტა დედაქალაქის განახლება. პირველ პლანზე წამოიწია ურბანული დაგეგმარების ამოცანები, ამ დროს შეიქმნა პეტერბურგისა და მოსკოვის ქვის სტრუქტურით აღმშენებლობის კომისია, რომლის მთვარი არქიტექტორი იყო იური ფელტენი. პეტერბურგის შეცვლის პირველი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი იყო ნევის ხის სანაპიროს შეცვლა ქვის ფირფიტებით. 1762 წლის ივნისში გამოიცა განკარგულება: „პეტერბურგში ყველა სასახლის, ბაღის და სახელმწიფო სახლების წინ სანაპირო ზოლი უნდა იყოს გაკეთბული ქვისგან“.
სანაპიროს მშენებლობა გაგრძელდა 1780 წლამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 106—107. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 71—72. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 40. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.