საპნის ხე (ლათ.Sapindus) — მცენარეთასაპინდუსისებრთაოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ხეებია. 15-მდე სახეობა გავრცელებულია აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებში. ნაყოფი 38%-მდე საპონინებს შეიცავს და საპნის მაგივრად ხმარობენ. კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ ტროპიკულ და თბილ ქვეყნებში. საქართველოში (ბათუმში) იზრდება მისი სახეობა ლათ.Sapindus Drummondii. ზოგჯერ საპნის ხეს ეძახიან კელრეუტერიასაც (ლათ.Koelreuteria paniculata). იმავე ოჯახის მცენარეა, იზრდება აღმოსავლეთ აზიაში და ქერქი საპონინს შეიცავს.