შინაარსზე გადასვლა

სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°57′25″ ჩ. გ. 30°18′03″ ა. გ. / 59.95694° ჩ. გ. 30.30083° ა. გ. / 59.95694; 30.30083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831322000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან ლეიმი
ხუროთმოძღვრული ტიპი კლასიციზმი
თარიღდება 1732

სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია (რუს. Введенская церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში.

XVIII საუკუნი დასაწყისში ამ ადგილიდან შორიახლოს განთავსებული იყო იამბურგისა და კოპორსკის პოლკები. აქვე მდებარეობდა წმინდა ელიას სამლოცველო. 1732 წელს სამლოცველოს ადგილზე გახსნეს პოლკის ხის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი, რომელსაც 1740 წლიდან მიაშენეს ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეგვტერი.

მის სიახლოვეს 1763-1766 წლებში ააგეს ქვის ტაძარი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

1793-1810 წლებში ამ ორი ტაძრის ადგილზე არქიტექტორ ივან ლეიმის პროექტის მიხედვით ააგეს ქვის ტაძარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე. ტაძარი ააგეს კლასიციზმის სტილში. მას მიაშენეს ელიას და ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეგვტერები, ჰქონდა ხის სამრეკლო. 1838 წლიდან ტაძარი სამრევლო გახდა.

1839-1840 წლებში არქიტექტორმა ვასილი მორგანმა ააგო ქვის სამრეკლო, ორი სამლოცველო, მიტროფანე ვორონეჟელისა და ანდრეა კრეტელის სახელობის ეგვტერები.

ელიას სახელობის ეგვტერში გადაიტანეს კანკელი ელიას სახელობის სამლოცველოდან. კანკელი შექმნეს XVIII საუკუნის დასაწყისში ბაროკოს სტილში.

1857 წლიადან ტაძარში გათბობის სისტემა დაამონტაჟეს. 1903 წელს იგი მოხატა პავლე ვეჩტომოვმა.

1920-იან წლებში ეკლესია ობნოვლენცებს ეკუთვნოდათ. ტაძარი დახურეს და დაანგრიეს 1932 წელს, ხოლო მის ადგილზე გააშენეს მეზრბაზნეების ბაღი (არაოფიციალურად ტაძარად მიყვანების სკვერი).

ტაძრის სახელისაგან მიიღო სახელწოდება ტაძრად მიყვანების ქუჩამ.

ტაძარს ეკუთვნოდა საშემოსავლო სახლი, რომელიც აგებული იყო 1912-1913 წლებში ანდრეი აპლაქსინის მიერ.

ადგილი სადაც იდგა ეკლესია (ფუნდამეტი), სანქტ-პეტერბურგის ძეგლთა დაცვის კომიტეტმა შეიტანა გარკვეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

  • Панов И. И. Столетие Введенской на Петербургской стороне церкви, 1806 15/VII 1906. СПб., 1906
  • Антонов В. В., Кобак А. В. Святыни Санкт-Петербурга: Ист.-церков. энцикл. СПб., 1994. Т. 1. С. 160—162.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]