სან-ფრანცისკოს მიწისძვრა (1906)
იერსახე
მიწისძვრის ინტენსივობა | |
თარიღი | 18 აპრილი, 1906 |
---|---|
დრო | 5:12 |
მაგნიტუდა | 7,8 |
სიღრმე | 8 კმ |
ეპიცენტრის მდებარეობა | 37°45′00″ ჩ. გ. 122°33′00″ დ. გ. / 37.75000° ჩ. გ. 122.55000° დ. გ. |
დაზარალებული ტერიტორია | აშშ |
მსხვერპლი | 3 000+ |
სან-ფრანცისკოს მიწისძვრა — მიწისძვრა აშშ-ში, მოხდა 1906 წლის 18 აპრილს დილის 5:12 წუთზე (ადგილობრივი დროით). ეპიცენტრი მდენარეობდა სან-ფრანცისკოს დასავლეთით 3 კილომეტრში. მიწისძვრის მაგნიტუდა შეადგენდა 7,8 ბალს.
მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ორეგონიდან ლოს-ანჯელესამდე, ხოლო კონტინენტის სიღრმეში ნევადამდე. მიწისძვრისა და შემდგომ გაჩენილი ხანძრისაგან დაიღუპა 3 000-ზე მეტი ადამიანი, შენობების 80 % დაინგრა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Great 1906 San Francisco Earthquake დაარქივებული 2014-04-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)