სამნაწილიანი ხიდი
სამნაწილიანი ხიდი რუს. Трёхчастный мост | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°56′23″ ჩ. გ. 30°20′17″ ა. გ. / 59.93972° ჩ. გ. 30.33806° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | აღდგომის არხზე |
სიგრძე | 22 მ |
სიგანე | 9,2 - 30,5 მ |
კონსტრუქტორი/არქიტექტორი | ვინჩენცო ბრენა |
მშენებლობის დაწყების თარიღი | 1797 |
გახსნის თარიღი | 1800 წ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სამნაწილიანი ხიდი (რუს. Трёхчастный мост) — ორიგინალური დიზაინის მქონე ხიდი, რომელიც გადებულია აღდგომის არხზე, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამნაწილიანი ხიდი აშენდა 1797-1800 წლებში ინჟინერ პ. პ. საკენის მიერ, არქიტექტორ ვ. ბრენის პროექტით, მიხაილოვსკის სასახლის მშენებლობის დროს. ოფიციალურად გაიხსნა 1800 წელს. 1879–1882 წლებში ხიდი ამოივსო აღდგომის არხთან ერთად, მაგრამ მისი კონსტრუქცია არ დაუნგრევიათ, იგი მიწის ქვეშ მოხვდა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამნაწილიანი ხიდი აიგო სანქტ-პეტერბურგის უძველესი ქვის ხიდების მსგავსად. მისი სიგრძე დაახლოებით 22 მეტრია, ვიწრო ნაწილში სიგანე დაახლოებით 9,2 მეტრია, ფართო ნაწილში — დაახლოებით 30,5 მეტრი.
სამნაწილიანი ხიდი დაკავშირებულია ზამკოვაიას ქუჩასთან, სადაც პეტრე პირველის ძეგლი იყო განთავსებული. ხიდი გრანიტის მოაჯირებით არის გაფორმებული, რომლებიც ჰორიზონტალური ლითონის ძელებით ერთმანეთს უკავშირდებიან.
2003 წლის რესტავრაციის დროს (რა დროსაც ხიდი და აღდგომის არხი გაითხარა) ცენტრალური ხიდის თაღები შეიცვალა რკინაბეტონის თაღებით და მოპირკეთდა გრანიტით. რეკონსტრუქციის დროს გამაგრდა სანაპიროს საძირკველი, დაიდგა გრანიტის ბოძკინტის მსგავსი ზღუდეეები ლითონის ჰორიზონტალურ ძელებთან ერთად. რეკონსტრუქცია ჩაატარა კომპანია „პროფილმა“.
ხიდი და მასთან მდებარე ადგილი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ფოტომოყვარულთათვის, ასევე ტურისტებისთვის. ხიდმა მოაღწია ჩვენამდე თავდაპირველი სახით უვნებლად, გაფორმებულია მაღალ დონეზე, წარმოადგენს უჩვეულო დიზაინის მქონე ხიდს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
- Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.