საკმელასებრნი
იერსახე
საკმელასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cistus salvifolius | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cistaceae | ||||||||||||||
|
საკმელასებრნი (ლათ. Cistaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. აერთიანებს ბუჩქებს, ნახევრად ბუჩქებს და ბალახებს. აქვთ მოზამთრე ან ცვენია მარტივი ფოთლები, თეთრი, მოყვითალო, მოვარდისფრო მარტოული ან საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები. ნაყოფი კოლოფია. ხმელთაშუაზღვისპირეთის დამახასიათებელი ოჯახია. ოჯახი 4-8 გვარისაგან შედგება.
საქართველოში გავრცელებულია 3 გვარის სახეობები. მათგან საკმელა (ლათ. Cistus) დასავლეთ საქართველოში გვხვდება. მზეყვავილა (ლათ. Helianthemum) და ფუმანა (ლათ. Fumana) მთელ რესპუბლიკაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 677.