საემიგრაციო კრიზისი ევროპაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა ევროპის კავშირში, 2015 წლის მონაცემები.
A small boat in water, with land on the horizon behind. Many people are on its outside in orange life jackets, some carrying inner tubes as well. A few are in the water swimming toward the camera. In the foreground a man in a red and back wetsuit has his hand out to them.
სირიელი და ერაყელი მიგრანტების მიღება თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე.

საემიგრაციო კრიზისი ევროპაში ან ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში — ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ, 2015 წელს[1], ევროკავშირში ლტოლვითა და ემიგრანტთა რაოდენობის გაზრდას. ემიგრანტების უმრავლესობა, რომლებიც თავშესაფრის უფლებას ითხოვდნენ, ევროპაში ხმელთაშუა ზღვიდან ან სამხრეთ ევროპის გავლით, სამხრეთ და დასავალეთ აზიის, აფრიკის[2], და დასავლეთ ბალკანეთის[3] რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ. გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მიხედვით, 2015 წლისთვის, დაახლოებით მილიონ ლტოლვილთაგან, რომელთაც გადალახეს ხმელთაშუა ზღვა: (49%) სირიელს, (21%) ავღანელს და (8%) ერაყელს შეადგენდა. (58%) ლტოლვითაგან იყო კაცი, (17%) ქალი და (25%) ბავშვები[4][5]. ფრაზა „საემიგრაციო კრიზისი ევროპაში“ და „ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში“ ფართოდ გამოიყენებოდა 2015 წლის აპრილში, როდესაც 5 კატარღა, რომელიც 2 000 მიგრანტს ითვლიდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა, დაღუპულთა რაოდენობა 1 200 კაცს ითვლიდა.

გემთ-ჩაძირვები ხმელთაშუა ზღვაში მსოფლიოში არსებულმა კონფლიკტებმა და ლტოლვითა კრიზისმა გამოიწვია, რამაც გაზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, 2014 წლის დასასრულისთვის იძლებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 60 მილიონს მიაღწია, რაც მეორე მსოლფიო ომის შემდეგ[6], უდიდეს ზღვარს წარმოადგენდა. ამის ფონზე იტალიაში, 2014 წლისთვის, ხმელთაშუა ზღვით უკანონოდ გადმოლახულ ლტოლვილთა რაოდენობამ იმატა. 2015 წლის, პირველ ექვს თვეში, საბერძნეთმა გადაუსწრო იტალიას, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში ჩამომსვლელთა ერთ-ერთი პირველი კერა, საიდანაც ბალკანეთის გავლით ჩრდილოეთ ევროპაში გადადიოდნენ, ძირითადად გერმანიაში და შვედეთში. 2015 წლის აპრილიდან, ევროსაბჭო მიგრანტების უკანონოდ გადმოლახვის აღსაკვეთად  ხმელთაშუა ზღვაში სასაზღვრო პატრულს აფინანსებდა. ცალკეულმა ქვეყნებმა კი გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი შენგენის ზონის ქვეყნებისთვის, რამაც გამოიწვია დაპირისპირება ქვეყნებს რომელთა სურდათ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.

ევროსტატის მიხედვით, 2014 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს 626 000 თავშესაფრის მაძიებელი, მაქსიმალური რაოდენობა 1992 წლის შემდეგ[7], როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 672 000 შეადგენდა, 185 000 თავშესაფრის მაძიებელს კი დაცვითი სტატუსი მიენიჭა[8]. 2015 წლისთვის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა და მათმა რიცხვმა 1 221 855 შეადგინა[9]. ოთხმა ქვეყანამ – გერმანიამ, შვედეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა – მიიღო ორი მესამედი თავშესაფრის მაძიებელი და ასევე 2014 წლისთვის, ორ მესამედს მიანიჭეს დაცვითი სტატუსი; ხოლო შვედეთი, უნგრეთი და ავსტრია კი იყო მთავარი მიმღები ევროკავშირის ქვეყნები, ერთ სრულ მოსახლეზე[10][11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UNHCR viewpoint: 'Refugee' or 'migrant' – Which is right?. UNHCR."The majority of people arriving this year in Italy and Greece especially have been from countries mired in war or which otherwise are considered to be 'refugee-producing' and for whom international protection is needed. However, a smaller proportion is from elsewhere, and for many of these individuals, the term 'migrant' would be correct."
  2. Europe's Migration Crisis. Council on Foreign Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2016-02-13.
  3. Migrant crisis: Explaining the exodus from the Balkans. BBC News. ციტირების თარიღი: 19 September 2015.
  4. „More than 1 million asylum seekers reached Europe by sea this year: UNHCR“. Australian Broadcasting Corporation. 30 December 2015.
  5. „Over 1 million arrivals in Europe by sea: UNHCR“. Business Standard. 30 December 2015.
  6. Rod Nordland (31 October 2015). „A Mass Migration Crisis, and It May Yet Get Worse“. The New York Times. ციტირების თარიღი: 1 November 2015.
  7. Asylum statistics. EUROSTAT. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
  8. EU Member States granted protection to more than 185 000 asylum seekers in 2014. EUROSTAT.
  9. EU Member States received 1,221,855 asylum applications in 2015. EUROSTAT.
  10. euronews – Data raises questions over EU's attitude towards asylum seekers. euronews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 28 August 2015.
  11. „Which Countries Are Under the Most Strain in the European Migration Crisis?“. The New York Times. 28 August 2015. ციტირების თარიღი: 28 August 2015.