შინაარსზე გადასვლა

საბურულე სამუშაოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბურულე სამუშაოებიშენობა-ნაგებობათა ბურულის მოსაწყობი სამუშაოები. რულონური და მასტიკის ტიპის მასალის გამოყენებით წარმოებული საბურულე სამუშაოებია: სახურავის ძირითადი კონსტრუქციების ორთქლიზოლაცია [გადახურვის ზედაპირი დაფარულია საბურულე მასტიკით ან ზედაპირზე, ცივი და ცხელი,მ ასტიკების ფუძეზე, დაკრულია რულონური მასალის (პერგამინი, რუბეროიდი, მინარუბეროიდი, ტოლი) 1, 2 ან 3 შრე; ნახ. 1]; თბოიზოლაცია (იყენებენ ფილის, მონოლითურ ან ფხვიერ მათბუნებლებს); მასწორებელი ქერქის მოწყობა; დამცავშრიანი საბურულე ხალიჩის დამზადება. ცალობითი მასალის გამოყენებით წარმოებული საბურულე სამუშაოები მოიცავს აზბესტცემენტის ფურცლებისა და ფილების, კრამიტის ან საბურულე ფოლადის დაფენის (დაგება) ხის ლარტყებზე, რკინა-ბეტონის, ფოლადის ან ხის გრძივებზე (კოჭებზე; ნახ. 2 და ნახ. 3).