საბურულე მასალა
იერსახე
საბურულე მასალა — შენობა-ნაგებობის ბურულის მოსაწყობი საშენი მასალა. საბურულე მასალა არის რულონური (რუბეროიდი, პერგამინი, მინარუბეროიდი, ტოლი), მასტიკის ტიპის (პოლიმერებით მოდიფიცირებული ბიტუმისა და კუპრის საბურულე მასტიკები) და ცალობითი — საბურულე ფოლადი, ხელოვნური ქვის, ხისა და პოლიმერული მასალები. გამოყენებული ნედლეულის სახეობის მიხედვით საბურულე მასალა შეიძლება იყოს ორგანული (ბიტუმის, კუპრის, ხისა და პოლიმერული), სილიკატური (აბზესტცემენტი, კრამიტი) და ლითონისა (საბურულე ფოლადი). საბურულე მასალა უნდა იყოს მსუბუქი, მტკიცე, წყალშეუღწევი, ატმოსფერო- და ყინვაგამძლე, მცირედ ანთებადი, იაფი და ნაკლებად შრომატევადი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 570.