შინაარსზე გადასვლა

საბატინა ჯეიმზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბატინა ჯეიმზი
დაბადების თარიღი 1982[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი დჰადარი
ფსევდონიმი Sabatina James[2]
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  ავსტრია
Magnum opus Q22117609?
საიტი sabatina-ev.de

საბატინა ჯეიმზი (დ. 20 ნოემბერი, 1982, დჰადარი, პაკისტანი) — ავსტრიელ-პაკისტანელი მწერალი. მისი ნაშრომები არის ავტობიოგრაფიული და შეიცავს მის გარდაქმნას მუსლიმიდან კათოლიკემდე.

საბატინა ჯეიმზი, 10 წლამდე ცხოვრობდა როგორც მუსლიმი თავის ოჯახთან ერთად დჰადარში, პაკისტანში, სანამ მისი ოჯახი საცხოვრებლად არ გადავიდა ლინცში, ავსტრიაში. საბატინა მალე ინტეგრირდა და აითვისა ავსტრიული საზოგადოება. ეს კი მის მშობლებს არ მოსწონდათ, რადგან მათთვის ავსტრია დროებითი საცხოვრებლი იყო. მას შემდეგ რაც, მათ მიერ დაწესებული შეზღუდვებს საბატინა აღარ ემორჩილებოდა, მშობლებმა გადაწყვიტეს იგი ლაორეში გაეგზავნათ და ბიძაშვილზე დაექორწინებინათ. მშობლებმა საბატინა პაკისტანში დატოვეს, სადაც ის იძულებული იყო მადრაში ევლო. საწყის ეტაპზე, ჯეიმზი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა ბიძაშვილთან ქორწილს, თუ ავსტრიაში დაბრუნდებოდნენ. უკვე ავსტრიაში ჩასულმა, კი მან უარი თქვა ქორწინებაზე. ამის გამო მას მშობლები მოკვლით დაემუქრნენ, რის გამოც საბატინა იძულებული გახდა დამალულიყო და ახალი პირადობის მოწმობა აეღო. ეს ყოველივე კი გახდა ოჯახთან დაშორების მიზეზი.

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #128726679 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database
  3. Babelio — 2007.
  4. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.