როი ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როი ბრაუნი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1920 ან 1925
დაბ. ადგილი კინდერი, ლუიზიანა, აშშ
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი, 1981 (55-60)
გარდ. ადგილი სან-ფერნანდო, კალიფორნია, აშშ
დასაფლავებულია Eternal Valley Memorial Park
ჟანრ(ებ)ი ჯამპ-ბლუზი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ბლუზი, როკ-ენ-როლი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალისტი
აქტიური 1945–1981
როი ბრაუნი ვიკისაწყობში

როი ჯეიმზ ბრაუნი (ინგლ. Roy James Brown; დ. 10 სექტემბერი, 1920[1] ან 1925[2] — გ. 25 მაისი, 1981) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზის მომღერალი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა როკ-ენ-როლის ჩამოყალიბებაზე[3] და, ასევე დიდი წვლილი მიუძღვის რიტმ-ენდ-ბლუზის განვითარებაში. მისი ყველაზე განთქმული სიმღერა არის „Good Rockin' Tonight“ (გამოსული 1947 წელს ლეიბლზე DeLuxe Records), რომლის ქავერ ვერსიები ჩაწერა ბევრმა ცნობილმა შემსრულებელმა, მათ შორის არიან: ვინონი ჰარისი, ელვის პრესლი, ბრიუს სპრინგსტინი, რიკი ნელსონი, ჯერი ლი ლიუსი, პეტ ბუნი, ჯეიმზ ბრაუნი, The Doors და Montrose.

1981 წელს როი ბრაუნი შეყვანილი იქნა ბლუზის დიდების დარბაზში.[4] მისმა ვოკალურმა სტილმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთ მომღერლებზე როგორებიც არიან: ბი ბი კინგი, ბობი ბლენდი, ელვის პრესლი, ჯეკი უილსონი, ჯეიმზ ბრაუნი და ლიტლ რიჩარდი.[2][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eagle, Bob; LeBlanc, Eric S. (2013) Blues: A Regional Experience. Santa Barbara, California: Praeger, გვ. 381, 492. ISBN 978-0313344237. 
  2. 2.0 2.1 Dahl, Bill. Roy Brown: Biography. Allmusic.com. ციტირების თარიღი: November 8, 2011.
  3. Roy Brown — Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-03-17.
  4. Performers in Blues Hall of Fame — The Blues Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-03-17.
  5. Very Best of Roy Brown: Rockin' at Midnight. Cduniverse.com (August 17, 2004). ციტირების თარიღი: 2014-06-14.