შინაარსზე გადასვლა

რიჩარდ მეთისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ მეთისონი
ინგლ. Richard Matheson
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1926(1926-02-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი ალენდეილი
გარდაცვალების თარიღი 23 ივნისი, 2013(2013-06-23)[12] [2] [3] [4] [5] [6] [7] [11] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი
ფსევდონიმი Logan Swanson
საქმიანობა მწერალი[1] , სცენარისტი[1] , რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი მისურის უნივერსიტეტი და Brooklyn Technical High School
ჟანრი ფენტეზი
ჯილდოები ედგარის პრემია[13] , სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი, გეფენის ჯილდო, ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის, World Horror Convention Grand Master Award და Tähtivaeltaja Award
შვილ(ებ)ი რიჩარდ კრისტიან მეთისონი, ალი მარია მეთისონი და კრის მეთისონი

რიჩარდ ბერტონ მეთისონი (ინგლ. Richard Burton Matheson; დ. 20 თებერვალი, 1926 — გ. 23 ივნისი, 2013) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი, რომელიც ძირითადად ქმნიდა ფენტეზი და საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებებს. მისი ყველაზე განთქმული ნამუშევარია 1954 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური საშიენელებათა რომანი „მე ვარ ლეგენდა“, რომლის მოტივებზეც გადაღებულია ოთხი ფილმი: „უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“ (1964), „ადამიანი ომეგა“ (1971) „მე ვარ ლეგენდა“ (2007) „მე ვარ ომეგა“ (2007). ის ტელესიერიალის „ბინდის ზონა“ 16 ეპიზოდის სცენარის ავტორია.

მეთისონი დაიბადა 1926 წლის 20 თებერვალს, ალენდეილში, ნიუ-ჯერსი, ნორვეგიელი ემიგრანტების ოჯახში. 8 წლის იყო როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, რის შემდეგაც იზრდებოდა დედასთან ბრუკლინში, ნიუ-იორკში. ადრეულ ასაკში მასზე გავლენა იქონია კენეთ რობერტსის ფილმმა „დრაკულა“. პირველი მოთხრობა დაწერა 8 წლის ასაკში, რომელიც გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთში „The Brooklyn Eagle“.[14] ბრუკლინის ტექნიკური სკოლის დამთვარების შემდეგ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რის შესახებაც მოგვიანებით, 1960 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი „უწვერო მეომრები“.[15]

1971 წელს შედგა მეთისონის მოთხრობის, „დუელის“ ეკრანიზაცია, რომლის სცენარისტი თავად არის, ხოლო რეჟისორია სტივენ სპილბერგი.

სიცოცხლის განმავლობაში გადაღებული იქნა მწერლის რომანებზე დაფუძნებული რამდენიმე ფილმი. მეთისონს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ფენტეზის მსოფლიო პრემია და ბრემ სტოკერის პრემია. 2010 წელს შეყვანილი იქნა სამეცნიერო ფანტასტიკის დიდების დარბაზში.[16][17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #121801764 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 NooSFere — 1999.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. filmportal.de — 2005.
  9. BD Gest'
  10. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. Richard Matheson, Writer of Haunted Science Fiction and Horror, Dies at 87
  13. http://theedgars.com/awards/
  14. Hawtree, Christopher (25 ივნისი, 2013). „Richard Matheson obituary“. London: Guardian.co.uk. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  15. Richard Matheson Biography: Author, Screenwriter (1926–2013). Biography.com (FYI / A&E Networks). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2015.
  16. Matheson, Richard. The Locus Index to SF Awards: Index of Literary Nominees. Locus Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-04. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2013.
  17. Science Fiction Hall of Fame. Experience Music Project and Science Fiction Museum and Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი, 2010. ციტატა: „EMP SFM is proud to announce the 2010 Hall of Fame inductees: ...“