რეალობა
იერსახე
რეალობა (ლათ. realis – საგნობრიბი, ნამდვილი) — ნამდვილად არსებული, რომელიც უპირისპირდება მოჩვენებითად, სავარაუდოდ და ა.შ. არსებულს. ტერმინი „რეალობა“ პირველად იხმარეს XIII საუკუნეში, სქოლასტიკაში. ღმერთს მიეწერებოდა რეალობის სრული, ხოლო საგნებს არასრული ხარისხი. მაგრამ რეალობის გამომხატველი ცნება მანამდეც იხმარებოდა ფილოსოფიაში (მაგალითად პლატონთან). ახალი დროის ფილოსოფიაში სუბსტანციას სრული, ხოლო მოდუსებს არასრული რეალობა მიეწერება. დიალექტიკურ მატერიალიზმში რეალობის ცნება ორი აზრით იხმარება: 1). ობიექტურად არსებული, ე.ი. მატერია მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი უპირისპირდება სუბიექტურ რეალობას, ე.ი. ცნობიერებას; 2). ყოველი არსებული, ე.ი. მატერია მთელი თავისი პროდუქტებით, მ.შ. ცნობიერების მოვლენებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერქომაიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 320.