რბენიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რბენიები

სომალური რბენია (Cursorius somalensis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cursoriinae (G. R. Gray, 1840)

რბენიები (ლათ. Cursoriinae) — ფრინველთა ქვეოჯახი მერცხალასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 21–24 სმ. შეფერვა მფარველობითია, ქვიშისფერ-მურა ან მოწითურო ტონებისა. აქვს მოხდენილი სხეულის აგებულება, ფეხები გრძელია, ნისკარტი წვრილი და ბასრი. სქესობრივი დიმორფიზმი არ არის გამოხატული. ცნობილია 2 გვარის 9 სახეობა. გავრცელებული არიან აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ღია მშრალ ვაკე ადგილებზე, სადაც მცენარეულობა გაიშვიათებულია. ჩრდილოური პოპულაციები გადამფრენია, სამხრეთი — მკვიდრი. კვების დროს მიწაზე სწრაფად დარბიან და ზედაპირიდან კენკავენ მცირე ზომის უხერხემლოებს; ზოგჯერ საკვების ძიებისას ნისკარტით ქექავს ნიადაგის ზედა ფენას. მფრთხალი ფრინველები არიან, სწრაფად რბენენ, დროდადრო ჩერდებიან, თავს მაღლა სწევენ და გარშემო ათვალიერებენ. ბუდე მიწაზე არსებული მცირე ზომის ორმოა. დებენ 2–4 კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი. ბარტყები ბუდეს მალევე ტოვობენ, თუმცა კიდევ რამდენიმე დღე მათ მშობლები კვებავენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]