რაევსკის სახლი
რაევსკის სახლი Усадьба Раевского | |
---|---|
კოორდინატები | 59°43′14″N 30°24′39″E / 59.720475° ჩ. გ. 30.410864° ა. გ. |
მდებარეობა | პუშკინი, რუსეთი |
არქიტექტორი | ი. ა. მონიგეტი, ა. ფ. ვიდოვი |
თარიღდება | 1855-1886 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
რაევსკის სახლი (რუს. Усадьба Раевского) — ისტორიული შენობების კომპლექსი პუშკინში. აგებულია 1855-1886 წლებში. მიეკუთვნება ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიას. სახლი მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე № 34-ში, ორანჟერეის ქუჩის კუთხეში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაევსკის კარ-მიდამო ააგეს ორი ისტორიული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. კუთხის ნაკვეთზე (№ 311) 1820-იანი წლებისათვის განლაგებული იყო სასახლის მეცეცხლურის ტეპლოვის სახლი.
XIX საუკუნის შუა წლებში მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა ა. ი. ილინი, დიდი თავადის კონსტანტინე ნიკოლოზის ძის კამერდინერი. მეზობელ ნაკვეთს (№ 310) ფლობდა სასახლის მრჩეველი ი. ა. ბაკინოვსკი, რომლისთვისა 1855 წელს ი. ა. მონიგეტის პროექტით ააშენეს ქვის ორსართულიანი სახლი (ახლა სახლი № 36). 1882 წლისათვის ორივე მიწის ნაკვეთი იყიდა გენერალ-მაიორმა მ. ნ. რაევსკიმ. მეორე სახლი რაევსკისთვის (ახლა სახლი № 34) ააგეს 1886 წელს ილინის ყოფილი მიწის ნაკვეთზე არქიტექტორ ა. ფ. ვიდოვის პროექტის მიხედვით. პირველი სახლი რამვენადმე გააფართოვეს, იგი გააგრძელეს აღმოსავლეთით.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ახალმა კომუნისტურმა ხელისუფლება მოახდინა ორივე სახლის ნაციონალიზაცია. თავიდან ორივე სახლი დაიკავა პირველი საგანმანათლებლო კოლონიის საბავშვო ბაღმა, 1928 წლიდან კი სახლები საცხოვრებელი გახდა. დიდი სამამულო ომის შემდეგ კუთხის სახლში განათავსეს КГБ-ს რაიონული ქვედანაყოფი, ხოლო მარჯვენა სახლში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტი. ამჟამად ორივე სახლში განთავსებულია შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 375—377. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Пушкинская 34, 36. Дома Раевских. Энциклопедия Царского Села. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2018-07-11.
- Усадьба М. Н. Раевского. Жилой дом - Районное управление внутренних дел. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2018-07-11.
- Усадьба М. Н. Раевского. Жилой дом. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2018-07-11.