ჟუს ხეობა
იერსახე
ჟუს ხეობა (ფრანგ. Vallée de Joux) — ხეობა იურის მთებში, შვეიცარიაში, ძირითადად ვოს კანტონის ტერიტორიაზე. ხეობა ასევე გრძელდება საფრანგეთში (იურის დეპარტამენტი), მისი უმაღლესი, სამხრეთ-დასავლეთი დაბოლოებით. მდებარეობს ქალაქ ჟენევიდან 50 კმ-ით ჩრდილოეთით და ლოზანიდან ჩრდილო-დასავლეთით, საშუალო სიმაღლე 1000 მეტრია. ჟუს ხეობაში შვეიცარიის სამი ტბა მდებარეობს: ჟუს ტბა, ბრენის ტბა და ტერის ტბა. ხეობის ჩრდილოეთ კიდეს მიუყვება საფრანგეთის საზღვარი, ჟუს ტბიდან დაახლოებით 10 კმ-ით დასავლეთით, სანამ ხეობა უშუალოდ შევა საფრანგეთის ტერიტორიაზე. შემდეგში იგი გრძელდება რუსის ტბისა და სათხილამურო კურორტ ლე-რუსის ფერდობებში.
ზღვის დონიდან 1000 მეტრის მაღლა ზამთარი განსაკუთრებით ცივი კლიმატით გამოირჩევა და ხანდახან, ხეობას ვოს ციმბირსაც კი უწოდებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Reymond, Lucien ; Notice sur la vallée du Lac de Joux, 1864 ; Les Charbonnières : Le Pèlerin, 1995.
- Devicque, Julien-Hippolyte and Rochat, Rémy ; Merveilleuse vallée du Lac-de-Joux ; Les Charbonnières : Editions Le Pèlerin, 1992.