პრინსიპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინსიპი
მშობ. სახელი: პორტ. Príncipe
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 01°37′00″ ჩ. გ. 07°24′00″ ა. გ. / 1.61667° ჩ. გ. 7.40000° ა. გ. / 1.61667; 7.40000
ფართობი 136 კმ²
სიგრძე 19 კმ
სიგანე 10 კმ
უმაღლესი წერტილი 948 მ
სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
პროვინცია სან-ტომეს პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 7542 (2012)
სიმჭიდროვე 55,46 ად. /კმ²
პრინსიპი — ატლანტის ოკეანე
პრინსიპი

პრინსიპი (პორტ. Príncipe) — კუნძული ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში. ფართობის მიხედვით სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოს სიდიდით მეორე შემადგენელი კუნძული.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართობი — 136 კმ². მის ირგვლივ მდებარე მომცრო კუნძულებთან ერთად (ბომ-ბომი, კაროსუ, ტინოზა-გრანდე, ტინოზა-პეკენა) წარმოადგენს პრინსიპის პროვინციას და ასევე პაგუის ოლქს. სან-ტომეს კუნძულიდან მდებარეობს 160 კმ-ის მანძილზე. მისი სიგრძე შეადგენს 19 კმ-ს, ხოლო სიგანე 10 კმ-ს.

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. მისი ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს პრინსიპის პიკის მთაზე, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან 948 მეტრ სიმაღლეზე. მთები მდებარეობენ კუნძულის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარეობენ პლანტაციები, რომელთა ადგილას დღეისათვის მიმდინარეობს ტროპიკული ტყის აღდგენა. კუნძულზე შექმნილია ობოს ბუნებრივი პარკი.

კლიმატი ეკვატორული, მუდმივად ნოტიო. ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია — აგულიაში, ბანზუ და პაპაგაიუ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აღმოაჩინეს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა 1469 და 1471 წლებს შორის. მისი დასახლება მოხდა 1500 წელს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 7542 ადამიანს[1][2][3]. ოფიციალური ენაა — პორტუგალიური, ასევე გავრცელებულია პორტუგალიურ-კრეოლური ენა — პრინსიპის კრეოლური (იგივე ლუნგუი). პროვინციის და ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი — სანტუ-ანტონიუ (ერთადერთი ქალაქი კუნძულზე).

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სანტუ-ანტონიუდან 3 კმ-ით ჩრდილოეთში ფუნქციონირებს აეროპორტი. ეს პრინსიპის კუნძულზე ერთადერთი აეროპორტია და სამიდან ერთ-ერთი აეროპორტია, რომელიც ემსახურება ქვეყანას. პრინსიპის კუნძული ავიარეისებით დაკავშირებულია ქვეყნის მთავარ კუნძულ სან-ტომესთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]