შინაარსზე გადასვლა

პრინსიპის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
პრინსიპის პროვინცია
პორტ. Príncipe Province
დროშა

ქვეყანა სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
ადმ. ცენტრი სანტუ-ანტონიუ
კოორდინატები 1°48′00″ ჩ. გ. 7°11′00″ ა. გ. / 1.80000° ჩ. გ. 7.18333° ა. გ. / 1.80000; 7.18333
ფართობი 142 კმ²
მოსახლეობა 7542 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 53,11 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

პრინსიპის პროვინცია (პორტ. Príncipe Province) — სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოს ორი პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს კუნძულ პრინსიპიზე და მის ირგვლივ მყოფ პატარა კუნძულებზე. 1995 წლიდან მას მიენიჭა ავტონომიური ოლქის სტატუსი. ფართობი — 142 კმ². პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სანტუ-ანტონიუ, რომელიც ამავდროულად პაგუის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრიცაა.

კუნძულ პრინსიპის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს პრინსიპის პიკის მთაზე, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან 948 მეტრ სიმაღლეზე.

პროვინციაში მდებარეობს ობოს ბუნებრივი პარკი, სკოლა და ლიცეუმი, ეკლესიები, პლაჟები, პატარა პორტი და რამდენიმე სკვერი (praças).

პროვინციის მთავარი კუნძულია — პრინსიპი. პროვინციაში ასევე შედის სხვა, გაცილებით უფრო პატარა, კუნძულები:

  • ბომ-ბომი (Ilheu Bom Bom)
  • კაროსუ (Ilhéu Caroço)
  • არქიპელაგი პედრაშ ტინოზაში (Pedras Tinhosas)
  • ტინოზა-გრანდე (Tinhosa Grande)
  • ტინოზა-პეკენა (Tinhosa Pequena)

კუნძული აღმოაჩინეს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა 1469 და 1472 წლებს შორის. მისი დასახლება დაიწყო 1500 წლიდან.

2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 7542 ადამიანს[1][2][3]. ოფიციალური ენაა — პორტუგალიური, ასევე გავრცელებულია პორტუგალიურ-კრეოლური ენა — პრინსიპის კრეოლური (იგივე ლუნგუი).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სან-ტომე და პრინსიპის ადმინისტრაციული დაყოფა ოლქებად

რუკაზე
ოლქები ადმ. ცენტრი პროვინციები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1][2][3]
ად. (2012)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
7 პაგუი სანტუ-ანტონიუ პრინსიპი 142 7542 53,11
სულ 142 7542 53,11