პონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პონი

პონი (ინგლ. pony) — ტანად პატარა (სიმაღლით 80-140 სმ) ცხენი, რომელიც გამოყვანილია ბრიტანეთის (მათ შორის შეტლენდის, ჰებრიდის, ირლანდიის და სხვა), ისლანდიის, კორსიკის, სიცილიის, გოტლანდის, ჰოკაიდოს (იაპონია) კუნძულებზე. არსებობს დაახლოებით 20-მდე ჯიში. პონს იყენებდნენ წვრილ-გლეხურ მეურნეობაში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, მაღაროებში. მთის ბილიკებიან გზებზე ტვირთის გადასიდად, ქალაქში პროდუქტების დასატარებლად და სხვა. ამჟამად მათ ძირითადად იყენებენ პარკებსა და ბაღებში ბავშვების გასასეირნებლად. ზოგ ქვეყანაში გამოჰყავთ პონის სპეციალური საჯდომი და შესაბმელი ჯიშები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პონი&oldid=3447980“-დან