შინაარსზე გადასვლა

ოფელია ვინტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოფელია ვინტერი

ოფელია ვინტერი, 2006
დაბადების სახელი ოფელია კლერეკოპერ ვინტერი
დაბადების თარიღი 20 თებერვალი 1974
ბულონ-ბიიანკური
ო-დე-სენა
საფრანგეთი
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი
ტელეწამყვანი

ოფელია ვინტერი (ფრანგ. Ophélie Winter; დ. 20 თებერვალი 1974, ბულონ-ბიიანკური, ო-დე-სენა, საფრანგეთი) — ფრანგი მომღერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი.

მამამისი დავიდ ალექსანდრ ვინტერი გასული საუკუნის ცნობილი მომღერალია, ხოლო დედამისი ყოფილი მოდელი, ამჟამად ოფელიას აგენტია. ჰყავს ძმა, რომელიც აგრეთვე მსახიობი და ტელეწამყვანია. როდესაც ოფელია ორი წლისა იყო მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და იგი მამამისთან ერთად აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად, სადაც დაეფლა ქორეოგრაფიას, ვოკალს, მუსიკასა და სამსახიობო ოსტატობას.

17 წლის ასაკაში ქალაქ პარიზში დაბინავდა დედამისთან და ძმასთან ერთად. 3 წლის განმავლობაში იყო სააგენტო „შანზ-ელიზეს“ მოდელი. 2000 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „მეექვსე ელემენტი“, 2001 წელს როლი მიიღო ფილმში „საყვარელი პატარა“, ხოლო 2003 წელს ითამაშა ფილმში „ცუდი ხასიათი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: