შინაარსზე გადასვლა

ოსლო-ფიორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსლო-ფიორდი — ყურე ნორვეგიის სამხრეთ ნაპირთან, ბოჰუსის ყურის ჩრდილო ნაწილი. სიგრძე შეადგენს 102 კმ-ს, სიგანე შესასვლელთან 15-30 კმ. მაქსიმალური სიღრმე 354 მ. ჩრდილოეთ ნაწილში ბევრია კუნძული, სიმაღლე 0,5 მ-მდე. ოსლო-ფიორდის ნაპირზეა გაშენებული ქალაქი ოსლო.