ორბუხას მეგალითური ნაგებობა
ორბუხას მეგალითური ნაგებობა — არქეოლოგიური ძეგლი თურქეთში. ძეგლი მდებარეობს ჰანაქის რაიონში, ისტორიულ ერუშეთში, სოფელ ვერანასთან[1], თანამედროვე სოფელ ჩავდარლის (თურქ. Çavdarlı) სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე, ამჟამინდელი საძოვრების ტერიტორიაზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი ორბუხა[2][3]. ნასოფლარის სამხრეთ-დასავლეთით 1,2 კმ-ზე, მდინარეების ჩათისწყლისა და მისი მარცხენა შენაკადის ტანეიდანისწყლის შეერთების ადგილას აღმართულ კლდეზე (41°16′02″ ჩ. გ. 42°44′38″ ა. გ. / 41.2674583° ჩ. გ. 42.7440806° ა. გ.). ის ნაგებია მშრალი წყობის უხეშად დამუშავებული მეგალითებისგან, ზოგიერთი ქვის სიგრძე ერთ მეტრს აღემატება. ნაგებობა მართკურთხა ფორმისაა (9,8×8,6 მ), შემორჩენილი კედლის სიმაღლე 2 მ-ია, გული ამოვსებულია მცირე ზომის ქვებით. ნაგებობის მახლობლად გადის გრუნტიანი გზა, რომელიც ჩადის მდინარის ნაპირზე. ნაგებობა არ არის აღწერილი ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები. კავკასიის უნივერსიტეტი, გვ. 14. ISBN 978-9941-0-7362-5.