ოპერაცია წითელი განთიადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპერაცია წითელი განთიადი
ერაყის ომის ნაწილი

სამირი, 34 წლის ერაყელ-ამერიკელი სამხედრო თარჯიმანი, რომელმაც იპოვა სადამ ჰუსეინი და გამოიყვანა ის სამალავიდან, სადამ ჰუსეინთან ერთად.
თარიღი 13 დეკემბერი, 2003
მდებარეობა ად-დავრი, ერაყი
შედეგი

ამერიკული გამარჯვება

მხარეები
აშშ-ის დროშა აშშ ერაყის დროშა ერაყი
მეთაურები
აშშ-ის დროშა რეიმონდ ოდიერნო
აშშ-ის დროშა ჯეიმზ ჰიკი
აშშ-ის დროშა სტივ რასელი
ერაყის დროშა სადამ ჰუსეინი
სამხედრო ნაწილები
მე-4 ქვეითი დივიზია
  • 1-ელი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფი

დავალებათა ძალა 121

სადამ ჰუსეინის პირადი მცველები
ძალები
600 3
დანაკარგები
არანაირი 3 დატყვევებული

ოპერაცია წითელი განთიადი — ოპერაცია ერაყის გადაყენებული პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დასაკავებლად, 2003 წლის 13 დეკემბერს, ერაყის ქალაქ ად-დაურში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ. კოდური სახელწოდება ამ სამხედრო ოპერაციას ეწოდა 1984 წლის ამერიკული ფილმის Red Dawn-ის საპატივცემულოდ.[1]

მისია შესრულდა ერთობლივი ოპერაციების დავალებათა ძალა 121 -ის მიერ - ელიტარული და ფარული გაერთიანებული სპეცოპერაციების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერდა მე-4 ქვეითი დივიზიის 1-ლი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფი (პოლკოვნიკი ჯეიმზ ჰიკი), რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი რაიმონდ ოდიერნო.

მათ მოძებნეს ორი ადგილსამყოფელი, „Wolverine 1“ და „Wolverine 2“, ქალაქ ად-დავრის გარეთ, მაგრამ ვერ იპოვეს ჰუსეინი. ორ ადგილს შორის განგრძობითმა ჩხრეკის შედეგად იპოვეს სადამ ჰუსეინი, რომელიც იმალებოდა „ობობის ხვრელში“ ერაყის დროით 20:30 საათზე. ჰუსეინმა წინააღმდეგობა არ გაუწია დატყვევებას.[2]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინი საზოგადოების თვალიდან გაუჩინარდა ერაყში 2003 წლის შეჭრის შემდეგ. ამერიკელმა სამხედროებმა მას შეარქვეს „მაღალი ღირებულების სამიზნე ნომერი პირველი“ (HVT1) და დაიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნადირობა.[3]

2003 წლის ივლისიდან დეკემბრამდე JSOC- ის დავალებათა ჯგუფმა 121-მა ჩაატარა თორმეტი წარუმატებელი რეიდი სადამ ჰუსეინის მოსაძებნად, 600 სხვა ოპერაციასთან ერთად სამიზნეების წინააღმდეგ, მათ შორის 300 დაკითხვა. 2003 წლის 1 დეკემბერს, ყოფილმა მძღოლმა გათქვა სახელი მუჰამედ იბრაჰიმ ომარ ალ-მუსლიტი, სადამს მარჯვენა ხელი, რომელიც TF 121-ში ცნობილია, როგორც „წყარო“ ან „მსუქანი“. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მისი ადგილმდებარეობის დასადგენად მისი ოჯახის თითქმის 40 წევრი დაიკითხა. 2003 წლის 12 დეკემბერს, ბაღდადში სახლის დარბევის შედეგად, რომელიც მეამბოხეების შტაბს იყენებდნენ, ხელში ჩაიფდეს ომარი. მეორე დილით ადრე მან გაამხილა სად შეიძლება იპოვონ სადამ ჰუსეინი.[4] ამ დაზვერვამ და ბაათისტური პარტიის დაპატიმრებული ყოფილი წევრების მიერ გამხელილმა ინფორმაციამ, რომელიც მხარს უჭერდა ISA- ს დაზვერვის ინფრომაციამ, საბოლოოდ დაადგინა ჰუსეინის ადგილსამყოფელი თიქრითის სამხრეთით მდებარე ფერმაში.[5]

ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერაცია წითელი განთიადი დაიწყო მას შემდეგ, რაც მოიპოვეს საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია, სადაც იდენტიფიცირებულ იქნა სადამ მდებარეობის ორი სავარაუდო ადგილსამყოფელი: Wolverine 1 და Wolverine 2, ქალაქ ად-დავრის მახლობლად. C ესკადრილია Delta Force-მა, ISA-ს ოპერატორებმა დავალებათა ძალა 121-ისა და პირველი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მე-4 ქვეითი დივიზიის მეთაურობით, ჩაატარეს ოპერაცია. ოპერაციას სახელი ეწოდა 1984 წლის ამავე სახელწოდების ფილმის საპატივცემულოდ. სახელები Wolverine 1 და Wolverine 2 ასევე მინიშნებაა ამერიკული მეამბოხე ჯგუფის შესახებ ფილმში, The Wolverines. ოპერაციაში ჩართული ძალები შედგებოდა დაახლოებით 600 ჯარისკაცისგან, მათ შორის კავალერია, არტილერია, ავიაცია, ინჟინერია და სპეციალური ოპერაციების ძალები.

ძალებმა გაწმინდეს ორი ობიექტი, მაგრამ თავდაპირველად სამიზნე ვერ იპოვეს. შემდეგ, როცა ოპერატორები ასრულებდნენ და ვერტმფრენები გამოიძახეს მათ გასაყვანად, ერთმა ჯარისკაცმა იატაკის ნაჭერი სხვა მხარეს გადაადგო და „ობობის ხვრელი“ აღმოაჩინა; ის მოემზადა მასში ფრაგმენტული ყუმბარის გადასასროლად - იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიყვანდა აჯანყებულთა გვირაბის სისტემას, როდესაც მოულოდნელად ჰუსეინი გამოჩნდა. დელტას ოპერატორმა მას დაარტყა თავისი M4 კარაბინის კონდახი და ჩამოართვა ჰუსეინს გლოკ 18C.[5]

ჰუსეინი დანებდა და წინააღმდეგობა არ გაუწევია; ის MH-6 Little Bird-მა 160-ე SOAR-დან წაიყვანა ტიკრიტის მისიის მხარდაჭერის ბაზაზე, სადაც ის სათანადოდ იქნა იდენტიფიცირებული. შემდეგ ის MH-60K Blackhawk ვერტმფრენით გადაიყვანა 160-ე SOAR-მა ტიკრიტიდან ბაღდადში და დააკავეს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში. გლოკთან ერთად, ობობის ხვრელიდან ამოიღეს AK-47 და 750 000 აშშ დოლარის ოდენობის ამერიკული ბანკნოტები.

ასევე დააკავეს კიდევ ორი პირი. ოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ჰამიდ ქარზაი, რომელიც მისი ინაუგურაციის დროს იყო ნაჩვენები, მიესალმა ამ ამბავს.

ომის ტყვის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადამ ჰუსეინი დატყვევებიდან მალევე

პენტაგონის სპიკერმა განაცხადა, რომ მას მიენიჭა სტატუსი, რადგან ის იყო „ძველი რეჟიმის სამხედრო ძალების“ ლიდერი.

სპიკერმა, მაიორმა მაიკლ შავერსმა თქვა, რომ სადამს, რომელიც აშშ-ის ჯარებმა დეკემბერში დაატყვევეს, ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ ყველა უფლებას ფლობდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოითხოვა ერაყის ყოფილი ლიდერის რაც შეიძლება მალე მონახულება. აშშ-ის სპიკერმა სადამ ჰუსეინის პატიმრობის პირობების შესახებ დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა.

სადამ ჰუსეინის ომის ტყვის სტატუსი იმას ნიშნავდა, რომ ერაყის ყოფილ ლიდერს ომის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა შეეძლო.

იყო კამათი სატელევიზიო სურათებთან დაკავშირებით, რომლებშიც სადამ ჰუსეინი დაკავების შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გადიოდა - კადრები, რომლებიც ზოგიერთის აზრით, არ იცავდა მას საზოგადოების ცნობისმოყვარეობისაგან. ვატიკანის წამყვანმა სასულიერო პირმა აღწერა ეს სცენები, როგორც სადამის მიმართ „ძროხასავით მოქცევა“ და არაბული სამყაროს ზოგიერთი ნაწილი მათზე ღრმად იყო განაწყენებული. აშშ ამტკიცებს, რომ სურათები აჩვენეს ერაყელ ხალხს იმის დასანახად, რომ მათ აღარ ჰქონდათ შიში.

ბრიტანეთის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ სადამი, რომელიც გაურკვეველ ადგილას იყო დაკავებული და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ დაკითხული, კვლავ უარს ამბობდა თანამშრომლობაზე, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის წინა თვეში დატყვევებამ გამოიღო „იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე ველოდით“, - განუცხადა ჩინოვნიკმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით.

აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციამ გამოიყენა ყოფილ ლიდერთან ნაპოვნი დოკუმენტები სადამს ერთგულების წინააღმდეგ ოპერაციების ჩასატარებლად, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „How Saddam Hussein was captured“. BBC News Online. 15 December 2003. ციტირების თარიღი: 31 December 2015.
  • Wilson, Chris (22 February 2010). „Searching for Saddam“. Slate. ციტირების თარიღი: 30 December 2015.
  • Operation RED DAWN nets Saddam Hussein (6 December 2013). ციტირების თარიღი: 31 December 2015

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Red Dawn imitated art“. USA Today. 17 December 2003. ციტირების თარიღი: 31 December 2015.
  2. Freeman, Colin (16 December 2003). „From lavish palaces to a hole in the ground“. The Scotsman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2007. ციტირების თარიღი: 19 May 2011.
  3. Younge, Gary (15 December 2003). „In a hole in the ground, luck runs out for High Value Target Number One“. The Guardian. ციტირების თარიღი: 30 December 2015.
  4. Lewis, John E. (2014). The Mammoth Book of Covert Ops: True Stories of Covert Military Operations, from the Bay of Pigs to the Death of Osama bin Laden. London, UK: Robinson. ISBN 978-1-78033-785-2. 
  5. 5.0 5.1 Neville, Leigh (2015). Special Forces in the War on Terror (General Military). Oxford, UK: Osprey Publishing. ISBN 978-1-47280-790-8.